ევროპის საბჭოს ევროპის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესში საქართველოს წარმომადგენლებისა და შემცვლელების დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
ევროპის საბჭოს ევროპის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესში საქართველოს წარმომადგენლებისა და შემცვლელების დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 62
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/02/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 07/03/2003
სარეგისტრაციო კოდი 480.610.000.05.002.002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
62
27/02/2003
სსმ, 17, 07/03/2003
480.610.000.05.002.002
ევროპის საბჭოს ევროპის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესში საქართველოს წარმომადგენლებისა და შემცვლელების დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/03/2003 - 30/08/2010)

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №62

2003 წლის 27 თებერვალი

 ქ. თბილისი

ევროპის საბჭოს ევროპის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესში საქართველოს წარმომადგენლებისა და შემცვლელების დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს ევროპის საბჭოს ევროპის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესში საქართველოს, წარმომადგენლებისა და შემცვლელების დანიშვნის წესი დანართში ჩამოყალიბებული პროცედურის ფორმით.

ე. შევარდნაძე

ევროპის საბჭოს ევროპის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესში საქართველოს წარმომადგენლებისა და შემცვლელების დანიშვნის პროცედურა

1. კანდიდატურების წარდგენა

1.1. კანდიდატურების შერჩევაზე უფლებამოსილი ორგანო:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

1.2. კანდიდატურების წარდგენაზე უფლებამოსილი ორგანოები:

 (რეგიონალური პალატისათვის)

– აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო;

– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო;

– ქ. თბილისის საკრებულო

 (ადგილობრივი პალატისათვის);

საკრებულოთა რეგიონალური ასოციაციები;

1.3. ასოციაცია ან დაწესებულება, რომლებთან ერთადაც ხდება კონგრესში წარსადგენი კანდიდატურების საბოლოო სიის შედგენა:

– საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი;

– საქართველოს პარლამენტის თვითმმართელობისა და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტი;

– საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახური;

– საკრებულოთა ასოციაციები.

2. დანიშვნა

ორგანო, რომელიც უფლებამოსილია დელეგაციის წევრების დანიშვნაზე:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

3. ევროპის საბჭოსთვის ოფიციალური შეტყობინება

ორგანო, რომელიც უფლებამოსილია აცნობოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ეროვნული დელეგაციის წევრების სია:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია, საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურთან კონსულტაციების შემდეგ, აცნობოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს კონგრესში და პალატებში წარმომადგენელთა და შემცვლელთა სია წესდების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად და ცვლილებები სიაში წესდების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.