„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების, ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების, ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 997
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 05/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016101
  • Word
997
31/12/2010
სსმ, 172, 31/12/2010
190040000.22.033.016101
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების, ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №997

2010 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. “ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით (სსმ III, 30.12.2007, №186 მუხ. 2105) დამტკიცებულ „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ~ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“3. ამ ინსტრუქციაში გამოყენებული, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს 672 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციი და სხვა ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის სფეროში, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.”.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ორგანიზაციები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მეთოდოლოგიის და ანგარიშთა გეგმის შესაბამისად, ქაღალდზე ან ელექტრონული საინფორმაციო სისტემების მეშვეობით.”;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ორგანიზაციებს, ერთიანი მეთოდოლოგიისა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დაცვით, უფლება აქვთ შეიმუშავონ ბუღალტრული აღრიცხვის სპეციფიკური მეთოდური მითითებები, შიდა აღრიცხვის წესები და ფორმები (დოკუმენტები, მ.შ დოკუმენტები ელექტრონული ფორმით), რომლებსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებენ დარგობრივი სამინისტროები, უწყებები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში სახელმწიფო მაკონტროლებელი (მაკონტროლებელი) ორგანოები.”.

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ი) ბუღალტრული აღრიცხვის მატერიალური/ელექტრონული ფორმის დოკუმენტების  დადგენილი წესით შენახვა და არქივში ჩაბარება;”;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საბუღალტრო სამსახურის (ბუღალტერიის) მოთხოვნა დადგენილი ფორმით და წესით დოკუმენტების (მათ შორის, ელექტრონული ფორმის) და ცნობების ბუღალტერიაში წარდგენაზე, სავალდებულოა ორგანიზაციის ყველა სტრუქტურისა და მომუშავისათვის.”.

4. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

5. ორგანიზაციებში, სადაც მოქმედებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი პირის მიერ სისტემაში შექმნილ დოკუმენტს/განხორციელებულ ქმედებას, მისთვის გადაცემული სააუთენტიფიკაციო მონაცემების საშუალებით, აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ დოკუმენტს/მატერიალურ დოკუმენტზე განხორციელებულ ქმედებას.”.

5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ორგანიზაციები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ მემორიალურ-ორდერული ან სხვა ფორმით, ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების ერთიანი მეთოდოლოგიური პრინციპების დაცვით.”.

6. მე-5 მუხლს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

31. ორგანიზაციებში, სადაც მოქმედებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, ბუღალტრული დოკუმენტების ელექტრონული ფორმით მიღების და გასვლის დრო განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.”;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

101. დოკუმენტები ელექტრონული ფორმით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიიჩნევა მატერიალური დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.”.

7. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. თვის გასვლის შემდეგ ყველა მემორიალური ორდერი შესაბამის საბუთებთან ერთად დალაგდება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და აიკინძება. ყდაზე დაეწერება: ორგანიზაციის სრული დასახელება, საქმის დასახელება და რიგითი ნომერი, საანგარიშგებო პერიოდი (წელი და თვე), მემორიალური ორდერების საწყისი და საბოლოო ნომრები, ხოლო ორგანიზაციებში, სადაც მოქმედებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, აღნიშნული ინფორმაცია და დოკუმენტები ელექტრონული ფორმით აისახება და ინახება ორგანიზაციის საინფორმაციო სისტემაში.”.

8. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

3. ორგანიზაციებში, სადაც მოქმედებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, შეცდომის შესწორება ხდება პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისად.”.

9. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები არქივში გადაცემამდე უნდა ინახებოდეს საბუღალტრო სამსახურში (ბუღალტერიაში) კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის ქვეშ, თუ ორგანიზაციაში არ მოქმედებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, ხოლო ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის არსებობის შემთხვევაში ორგანიზაციაში დადგენილი წესის შესაბამისად.”.

10. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21. ძირითადი აქტივები

ძირითადი აქტივები წარმოებული აქტივებია, რომელთა გამოყენება წარმოებისა და მომსახურების პროცესში ხდება ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში მრავალჯერადად ან განუწყვეტლივ, ღირებულება 500 ლარი და მეტია და აკმაყოფილებს აქტივად აღიარებისათვის ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საგნები, რომლებსაც ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლი გააჩნია, მაგრამ არ არის განკუთვნილი მრავალჯერადი გამოყენებისათვის, არ შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც ძირითადი აქტივები.”.

11. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინარსის დ” ქვეპუნქტი:

დ) აქტივების საპროექტო სამუშაოების ღირებულება, გარდა ტიპიური დაპროექტების დანახარჯებისა, რომლის პროპორციულად გადანაწილებაც შეუძლებელია.”.

12. 33-ე მუხლის:

ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. ანგარიშზე – არამატერიალური არაწარმოებული აქტივები (2440) – აღირიცხება საზოგადოებრივი მოწყობისათვის განკუთვნილი პროდუქტები, რომელთა არსებობაც დადასტურებულია სამართლებრივი ან ბუღალტრული  ქმედებებით, რომლებიც მფლობელებს უფლებას აძლევენ წარმართონ ესა თუ ის კონკრეტული სახის საქმიანობა, ან აწარმოონ კონკრეტული სახის საქონელი ან მომსახურება, და ამასთან, სხვა ერთეულებს აუკრძალონ მსგავსი საქმიანობის წარმართვა მესაკუთრეების ნებართვის გარეშე. არამატერიალური არაწარმოებული აქტივებია: დაპატენტების ობიექტები, საიჯარო და სხვა ხელშეკრულებები, აგრეთვე შეძენილი გუდვილი.”;

ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

13. საიჯარო და სხვა ხელშეკრულებები, რომელთა კლასიფიცირებაც ხდება ეკონომიკურ აქტივებად, მოიცავს – იჯარის ხელშეკრულებებს მიწაზე, შენობა-ნაგებობებზე და მანქანა-დანადგარებზე; ელექტრომაგნიტური სპექტრის ან სასარგებლო წიაღისეული საბადოების გამოყენების ექსკლუზიურ უფლებებს; ხელშეკრულებებს სპორტსმენებსა და ავტორებთან; აგრეთვე, უფლებებს ჯერ კიდევ არაწარმოებული მატერიალური აქტივების შეძენაზე.”.

13. 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 პუნქტი:

261. ფინანსური აქტივების უსასყიდლოდ მიღება/გადაცემა აისახება იგივე წესით, როგორც არაფინანსური აქტივების შემთხვევაში.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

. ბაინდურაშვილი