საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4299
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 31/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.05.001.002.709
  • Word
4299
29/12/2006
სსმ, 51, 31/12/2006
270.000.000.05.001.002.709
საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს შრომის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 19.06.2006, მუხ. 183) 54-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა, აგრეთვე დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალი და წესები – 2007 წლის 1 ივლისამდე;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დასაქმების კერძო სააგენტოს სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი – ამ კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. დასაქმების კერძო სააგენტოდ ითვლება ნებისმიერი ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ეწევა მომსახურებას უმუშევრის (სამუშაოს მაძიებლის) დასაქმების მიზნით. ამ ნორმის მიზნებისათვის უმუშევრად (სამუშაოს მაძიებლად) ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი ან ნაწილობრივ შრომისუნარიანი პირი, რომელსაც არა აქვს სამუშაო, ეძებს მას და მზად არის სამუშაოს შესასრულებლად;“;

ბ) მე-3, მე-4, მე-5 და მე-7 ნაწილები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

„8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო რეორგანიზებულ იქნეს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად – სოციალური სუბსიდიების სააგენტოდ და ჩაითვალოს აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს უფლებამონაცვლედ, მათ შორის, ქონებრივი სახის ურთიერთობებში, აგრეთვე ჩაითვალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლედ სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის, შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის, ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სხვადასხვა სოციალური კატეგორიისათვის ფულადი სახის სოციალური დახმარების (შეღავათის) ანაზღაურების ნაწილში.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

    მუხლი 3.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის უწყვეტობის მიზნით ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დებულების დამტკიცებიდან და წარმომადგენლობის უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან.

საქართველოს პრეზიდენტი               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4299–რს