დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 986 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 172, 31/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.016096 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №986
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებით (სსმ III, 31.03.2010, №33, მუხლი 543) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“.
2. მე-2 მუხლის:
„გ-ვ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ახორციელებს საგადასახადო კონტროლს, საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან და საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს, არასატარიფო ღონისძიებებს;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებას;
ე) იღებს წინასწარ გადაწყვეტილებას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე;
ვ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატან საქონელზე გასცემს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატებს;
ვ1) გასცემს ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატს;“;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მონაწილეობს გადასახადით/გადასახდელით დაბეგვრასთან, სასაქონლო ოპერაციების განხორციელებასა და კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში;“;
გ) „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) ასრულებს საგადასახადო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების შუამდგომლობას;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა მომსახურებას, ასევე სასაქონლო ოპერაციებთან დაკავშირებულ მომსახურებას;“.
3. მე-4 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტი.“.
4. მე-5 მუხლის „ზ.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-7 მუხლის:
ა) „კ-მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოების მიერ საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხის შეთანხმება;
ლ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოების მიერ შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების მონაწილეზე ან წილის მფლობელზე, საოპერაციო კომპანიაზე, ტვირთის გამგზავნზე, ან მათ აფილირებულ პირზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის, საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემის საკითხის შეთანხმება;
მ) ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასთან, გაუქმებასა და ჩამორთმევასთან დაკავშირებით სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი წინადადებების სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;“.
ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან დაკავშირებით სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი წინადადებების სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;“.
6. მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოების მიერ „ღია კარის“ პრინციპით გადასახადის გადამხდელებთან საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი განმარტებითი მუშაობის ორგანიზება;“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;“;
ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან და საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციების განხორციელებისას საგადასახადო კანონმდებლობის (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების) ნორმათა გამოყენების პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება;“;
ბ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება;“;
გ) მე-3 პუნქტის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
7. მე-13 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „გ-ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) წარმოუდგენელი დეკლარაციების შესახებ სამსახურის რეგიონული ცენტრებიდან ინფორმაციის მიღება და ამ კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე მონიტორინგი;
დ) სამსახურის რეგიონული ცენტრების მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი, განხორციელებული ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
ე) სამსახურის რეგიონული ცენტრების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება. გადასახადების სახეების მიხედვით დავალიანების წარმოშობის მიზეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით სამსახურის ხელმძღვანელებისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;“;
ა.ბ) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელების მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნეტებით და 254-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების (საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, საბანკო ანგარიშზე ოპერაციების შეჩერება, ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადება) ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით განხორციელება; საბანკო დაწესებულებებსა და სამსახურს შორის ინფორმაციის ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით გაცვლის კოორდინაცია;
კ) საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელების მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით განხორციელება. სამსახურის შესაბამისი ორგანოების მიერ განხორციელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, ქონებაზე ყადაღის დადება) მარეგისტრირებელ ორგანოებში რეგისტრაციის მიზნით ინფორმაციის ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით გაცვლის კოორდინაცია;“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საგადასახადო მონაცემთა ელექტრონულ ბაზებთან მომხმარებლის დონეზე დაკავშირება, დამუშავება, სისტემატიზაცია და წარმართვა;
ე) საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის, სპეციალური საგადასახადო და სხვა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;“;
ბ.ბ) „ზ-ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მისაღებად (ოქროს სიაში შესაყვანად) კანდიდატთა შერჩევა, კანდიდატის განცხადების განხილვა-ანალიზი, ოქროს სიის შესახებ სპეციალური მონაცემების დამუშავება-ანალიზი, კოორდინაცია ოქროს სიის მონაწილეთა საქონლის გაშვებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებისას რისკების მართვის სისტემის გამოყენების კუთხით;
თ) ინფორმაციული ბაზების, სპეციალური საგადასახადო სტატისტიკის მონაცემების, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით რისკის ფაქტორების გამოვლენა და რისკების მართვის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ი) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის და სხვა ხელმისაწვდომი ბაზების მუშაობის მონიტორინგი. მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში რისკის პროფილების ინტეგრირება, არსებული რისკის პროფილების შეცვლა ან გაუქმება;“;
ბ.გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან და საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების წარმართვისას საქონლის მესაკუთრის ან/და მფლობელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა და ამ დოკუმენტაციის შემოწმება საგადასახადო საქმის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მექანიზმების გამოყენებით, შემოწმების შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;“;
გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:
„ო1) სამსახურის ტერიტორიული ორგანოების მიერ ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემის შესახებ ანგარიშების მიღება და მონიტორინგი;“;
დ) მე-3 პუნქტის:
დ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების სამსახურის რეგიონულ ცენტრებზე გაცემის შესახებ ინფორმაციის ასახვა კომპიუტერულ ბაზაში, ანგარიშ-ფაქტურების კომპიუტერული ბაზის მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის სამსახურის რეგიონული ცენტრებისათვის მიწოდება;“;
დ.ბ) „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) სამსახურის რეგიონულ ცენტრებში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე გადაყვანასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
ჟ) სამსახურის რეგიონული ცენტრების მომსახურების სამმართველოების საქმიანობის კოორდინაცია;“;
ე) მე-4 პუნქტის:
ე.ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) პორტალებიდან სტაციონარული მონიტორების მიერ რადიაციული განგაშის დაფიქსირების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების გატარების კოორდინაცია;
ე) სამსახურის რეგიონული ცენტრებიდან ფარმაცევტული პროდუქტის საგადასახადო აღნუსხვის ფორმებისა და მათი ელექტრონული ვერსიების მიღება, სისტემატიზაცია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის მიწოდება;“;
ე.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საწყობის (ღია ან/და დახურული), თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობაზე ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასა და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. სამსახურის რეგიონული ცენტრების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მონიტორინგი. საწყობების (ღია ან/და დახურული), საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, ოქროს სიის მონაწილეთა საწყობების კლასიფიკატორის დამტკიცებასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და შემდგომში მისი საჯაროდ გამოცხადება;“;
ე.გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, თავისუფალი საწყობის საქმიანობაზე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;“;
ვ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:
„კ1) საქონლის დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;“;
ზ) მე-4 პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში დაშვების მიზნით გადაწყვეტილების მიღებასთან, მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
მ) მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში მომხმარებელთა დაშვების მიზნით საბანკო გარანტიის მიღება და შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გარანტორის მიმართ შესაბამისი რეაგირება;“.
8. მე-14 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგადასახადო ორგანოთა საქმიანობის შიდა აუდიტი;“;
31 პუნქტის:
ბ.ა) „ა-გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პორტალების ოპერატიული მართვის ორგანიზება, საგადასახადო ორგანოებიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება/დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;
ბ) პორტალების ოპერატიული მართვის ორგანიზების მიზნით სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებიდან და სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღება/დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;
გ) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საგადასახადო ორგანოში წარდგენისათვის გაგზავნის საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი ვადებისა და პირობების შესრულებაზე მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;“;
ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ კონტროლის პროცედურების განხორციელებისას რენტგენ-სკანერის მეშვეობით მიღებულ ინფორმაციაზე ზედამხედველობა და კონტროლი;“;
გ) 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. 141 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრა;“;
ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის მეთოდიკის სრულყოფა;
გ) გაფორმებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;“;
გ) მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგადასახადო ორგანოების მიერ სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ორგანიზება;
ბ) სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანის, გადაადგილებისა და გატანის პროცესის მონიტორინგი. სასაზღვრო საგადასახადო ორგანოების მიერ საქონლის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღება, ანალიზი, პრობლემების გამოვლენა და რეაგირების თაობაზე წინადადებების მომზადება;“.
10. 142 მუხლის მე-4 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგადასახადო ორგანოების მოქმედი საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;“;
ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„კ) მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში მომხმარებელთა დაშვების და დაშვების გაუქმების ტექნიკური უზრუნველყოფა.“.
11. მე-16 და მე-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. სამსახურის ტერიტორიული ორგანოები და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულები
1. სამსახურის ტერიტორიული ორგანოები და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით.
2. სამსახურის ტერიტორიულ ორგანოებს და სპეციალიზებულ სტრუქტურულ ერთეულებს აქვთ ბეჭდები.
მუხლი 17. სამსახურის ტერიტორიული ორგანოების და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან
სამსახურის ტერიტორიული ორგანოები და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ დამოუკიდებლად და, საჭიროებისამებრ, თანამშრომლობენ სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან.“.
12. მე-18 მუხლის:
ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას, გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, საგადასახადო კონტროლს, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გადასახადების ადმინისტრირებას;
გ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისა და გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებს, სახელმწიფო ზედამხედველობასა და სახელმწიფო კონტროლს, სასაქონლო ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის მომსახურებას;“;
ბ) „დ1-დ3“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ1) საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს;
დ2) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას;
დ3) ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემას;“;
გ) „ზ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ1) სამსახურის ცენტრალურ აპარატთან შეთანხმებით, შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების მონაწილეზე ან წილის მფლობელზე, საოპერაციო კომპანიაზე, ტვირთის გამგზავნზე, ან მათ აფილირებულ პირზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის, საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემას;“.
13. მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს.
14. 21-ე მუხლის:
ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სასაქონლო ოპერაციათა მონიტორინგს, ზედამხედველობას და ანალიზს; სასაქონლო ოპერაციების განხორციელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მონიტორინგს;
ბ) სასაქონლო დეკლარაციის შევსებას და სასაქონლო ოპერაციების განხორციელებას;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ სასაქონლო ოპერაციების განხორციელების ადგილებში (ან სხვა სახელმწიფო კონტროლის ზონაში) სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას რენტგენ-სკანერის მეშვეობით, მათ ექსპლუატაციას, სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება-ანალიზს, სამართალდარღვევის გამოვლენას და რეაგირებას;“;
გ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ტერმინალის შიდა ტერიტორიაზე არსებული სათავსოების/საწყობების საქმიანობის ორგანიზებას და მართვას;
ზ) საგადასახადო ორგანოებში არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზებას. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავებას;“.
15. დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე მუხლი:
„მუხლი 22. ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფლებამოსილებები
ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) პორტალების ოპერატიული მართვის ორგანიზებას, საგადასახადო ორგანოებიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება/დამუშავებას და შესაბამის რეაგირებას;
ბ) პორტალების ოპერატიული მართვის ორგანიზების მიზნით სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებიდან და სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღება/დამუშავებას და შესაბამის რეაგირებას;
გ) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საგადასახადო ორგანოში წარდგენისათვის გაგზავნის საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი ვადებისა და პირობების შესრულებაზე მონიტორინგს და შესაბამის რეაგირებას;
დ) კონტროლს დაქვემდებარებულ მიწოდებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მონიტორინგს;
ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების პროცესის მონიტორინგს;
ვ) სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ კონტროლის პროცედურების განხორციელებისას რენტგენ-სკანერის მეშვეობით მიღებულ ინფორმაციაზე ზედამხედველობას და კონტროლს;
ზ) სამსახურის სისტემაში კინოლოგიური მუშაობის ჩატარებას, მათ შორის: მიღებულ ინფორმაციაზე რეაგირებას, სამსახურში არსებული ძაღლების მომზადების დონის შენარჩუნებას და ახალი ტრენინგების ჩატარებას, სამსახურში ახალმიღებულ ძაღლებთან შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას და მათ მომზადებას სამსახურის სისტემაში საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე, სათანადო მომზადების გავლის შემდგომ, სამსახურისათვის კინოლოგების მომზადებას;
თ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისა და გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებს, სახელმწიფო ზედამხედველობასა და სახელმწიფო კონტროლს, სასაქონლო ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის მომსახურებას, გარდა იმ მომსახურებისა, რომელსაც უზრუნველყოფს გაფორმების დეპარტამენტი;
ი) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულებას.“.
მუხლი 2.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის უფლებამონაცვლე.
მუხლი 3.
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის, მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-15 პუნქტისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-4 პუნქტი, მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-15 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 10 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები