"საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1100
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010110000.08.002.016133
  • Word
1100
31/12/2010
სსმ, 172, 31/12/2010
010110000.08.002.016133
"საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 1100

2010 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულები (სსმ III, 2006 წ., №88, მუხ. 1169) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებ:

ა)  მე-7 მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სააგენტოში განცხადების წარდგენისას უნდა მიეთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის მისაღები ფორმა: ელექტრონული ფოსტა ან შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნება. კომუნიკაციის სასურველ ფორმაზე მითითების არარსებობის შემთხვევაში, უცხოელთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით.“; 

ა. ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბინადრობის ნებართვის გაცემის ან ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თაობაზე.“;

ბ) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

     „მუხლი 71. ელექტრონული ფორმით განცხადების წარდგენის წესი

1. ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის  პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

2. სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.

3. ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო, უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით.

5. ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად დაწესებული საფასურის გადახდა დასტურდება  საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით.

6. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასური გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და სააგენტოს აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში, მის წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრება დამატებითი ვადა არა უმეტეს ერთი თვისა, რის თაობაზეც ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. ქვითრის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.        

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, განცხადების განხილვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე, სააგენტო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს ვადას დოკუმენტების წარსადგენად. დოკუმენტების წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

10. განმცხადებლის ვინაობასთან ან ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების განხილვაზე.

11. უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადების წარდგენაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.“.

2. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.

3. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტები  ამოქმედდეს 2011 წლის პირველი თებერვლიდან.

მ. სააკაშვილი