"სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1094
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 02/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 120340000.08.002.016127
  • Word
1094
31/12/2010
სსმ, 172, 31/12/2010
120340000.08.002.016127
"სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 1094

2010 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით (სსმ III, 1999 წ., №69 (76), მუხ. 1064) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) პირველ პუნქტში:

ა.ა.ა) სიტყვები: ,,სასაზღვრო საბაჟო ორგანო (შემდეგში - საბაჟო ორგანო);’’ შეიცვალოს სიტყვებით: ,,პორტალი (შემდეგში - პორტალი);’’;

ა.ა.ბ) სიტყვები: ,,პირადობის და საქართველოში შემოსვლის ან გასვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები.’’ შეიცვალოს სიტყვებით: ,,სათანადო სამგზავრო დოკუმენტი.’’;

ა.ბ) მე-5 პუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოს’’  შეიცვალოს  სიტყვებით: ,,პორტალის უფლებამოსილი”;

ა.გ) მე-7 პუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოების წარმომადგენლებთან’’ შეიცვალოს სიტყვებით: ,,საგადასახადო ორგანოების თანამშრომლებთან’’;

ბ)მე-7 მუხლის:

ბ.ა) მე-3 პუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოს წარმომადგენლებს” შეიცვალოს სიტყვებით: ,,პორტალის უფლებამოსილ თანამშრომლებს”;

ბ.ბ) მე-4 პუნქტში:

ბ.ბ.ა) სიტყვა: ,,საბაჟოს,” შეიცვალოს სიტყვით: ,,პორტალის,’’;

ბ.ბ.ბ) სიტყვები: ,,დალუქული ვაგონი (კონტეინერი).” შეიცვალოს სიტყვებით: ,,დალუქული ვაგონი (კონტეინერი), რაზედაც დგება სათანადო აქტი.’’;

გ) მე-8 მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტის:

გ.ა.ა) ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) პორტალის უფლებამოსილი თანამშრომელი;’’;

გ.ა.ბ) ,,გ’’ ქვეპუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოს’’ შეიცვალოს სიტყვით: ,,პორტალის’’, ხოლო სიტყვა: ,,პირი’’ შეიცვალოს სიტყვით: ,,თანამშრომელი’’;

გ.ა.გ) ,,დ’’ ქვეპუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოს’’ შეიცვალოს სიტყვით: ,,პორტალის’’, ხოლო სიტყვა: ,,პირი’’ შეიცვალოს სიტყვით: ,,თანამშრომელი’’;

გ.ა.დ) ,,ე’’ ქვეპუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოს’’ შეიცვალოს სიტყვით: ,,პორტალის’’, ხოლო სიტყვა: ,,პირი’’ შეიცვალოს სიტყვით: ,,თანამშრომელი’’;

გ.ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,21 . ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პორტალის სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი  თანამშრომელი გემზე ადის პირველი და ეცნობა  გემის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ამოწმებს საერთაშორისო საზღვაო დეკლარაციას, გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიულ მოწმობას და კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტებს, საჭიროების შემთხვევაში იღებს სინჯს და ნიმუშს ლაბორატორიული გამოკვლევისათვის. მას შემდეგ, რაც პორტალის სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომელი დარწმუნდება, რომ გემზე არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა არ  უქმნის რისკს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, შესაბამისი პროცედურების განხორციელების მიზნით, თანხმობას აძლევს სხვა პირებს გემზე ასასვლელად.’’;

დ) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოს’’ შეიცვალოს სიტყვებით: ,,პორტალის უფლებამოსილ თანამშრომელს’’;

ე) მე-10 მუხლის:

ე.ა) პირველ პუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოს’’ შეიცვალოს სიტყვით: ,,პორტალის’’;

ე.ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოს’’ შეიცვალოს სიტყვით: ,,პორტალის’’;

ე.გ) მე-3 პუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოს’’ შეიცვალოს სიტყვით: ,,პორტალის’’;

ვ) მე-11 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები: ,,(საბაჟო ზონაში) საბაჟო ორგანოს’’ შეიცვალოს სიტყვებით: ,,(კონტროლის ზონაში) პორტალის’’;

ზ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა: ,,საბაჟოს,’’ შეიცვალოს სიტყვით: ,,პორტალის,’’;

თ) 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ნავსადგურის ადმინისტრაცია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ადგილების გამოყოფის შესახებ აცნობებს პორტალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს და სხვა დაინტერესებულ ორგანოებს.’’;

ი) 25-ე მუხლის:

ი.ა) მე-2 პუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოებთან’’ შეიცვალოს სიტყვით: ,,პორტალთან’’;

ი.ბ) მე-4 პუნქტში სიტყვები: ,,სასაზღვრო ძალებისა და საბაჟო ორგანოების’’ შეიცვალოს სიტყვებით: ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლის’’ ;

ი.გ) მე-5 პუნქტში:

ი.გ.ა) სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოების’’ შეიცვალოს სიტყვებით: ,,პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლის’’;

ი.გ.ბ) სიტყვები: ,,გადასაზიდი ტვირთი.’’ შეიცვალოს სიტყვებით: ,,გადასაზიდი ტვირთი, რაზედაც დგება სათანადო აქტი.’’;

ი.დ) მე-6 პუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოების’’ შეიცვალოს სიტყვებით: ,,პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლის’’;

კ) 29-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა: ,,საბაჟო’’ შეიცვალოს სიტყვით: ,,საგადასახადო’’.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან .

მ. სააკაშვილი