დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ლიკვიდაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1092 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 172, 31/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016125 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1092
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ლიკვიდაციის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის შექმნისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1047 ბრძანებულება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები