"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1091
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 120010000.08.002.016124
  • Word
1091
31/12/2010
სსმ, 172, 31/12/2010
120010000.08.002.016124
"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 1091

2010 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №130, მუხ. 1148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სპეციალური წოდების მქონე პირთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ”;

ბ) ბრძნებულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ”, ,,სამხედრო პოლიციის შესახებ” და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებით განსაზღვრული სოციალური პირობების მოსაწესრიგებლად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის გარანტიების დადგენის მიზნით:”;

გ) ბრძანებულების პირველი პუნქტის:

გ.ა) ,,ა” ქვეპუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა (მათ შოის, სამხედრო-სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა და მსმენელების), სპეციალური წოდების მქონე პირთა და სამოქალაქო პირთა (მათ შორის, შტატგარეშე მოსამსახურეების), სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებ დაწესებულების სამხედრო მოსამსახურეების:”;

გ.ბ) ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა (მათ შორის, სამხედრო-სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა და მსმენელების), სპეციალური წოდების მქონე პირთა და სამოქალაქო პირთა (მათ შორის, შტატგარეშე მოსამსახურეების), სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებ დაწესებულების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმები;”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ნვრიდან.

მ. სააკაშვილი