დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგაზვრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 249 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 172, 31/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.22.027.016071 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №249
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით (სსმ III, 2004წ., №132, მუხ. 1163) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციას და პირადობის დადასტურებას აწარმოებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები სააგენტოდან მიღებული მონაცემების საფუძველზე.“;
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებას ახორციელებს სააგენტო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.
4. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, ხოლო საქართველოში მყოფ საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნას – სააგენტო.“.
3. მე-8 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი 14 წლის ასაკის მიღწევიდან არა უგვიანეს 6 თვისა ვალდებულნი არიან გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მიიღონ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა. 14 წლის ასაკს მიღწეული პირის რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა ხორციელდება ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 16 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირები რეგისტრაციას გაივლიან ერთ-ერთ მშობელთან, მეურვესთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენლთან ერთად. ასეთ შემთხვევაში მათი რეგისტრაციისათვის საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა საჭირო არ არის. 16 წლამდე ასაკის პირის სხვა მისამართზე რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ ზემოხსენებულ პირთაგან ერთ-ერთის წერილობითი თანხმობით. სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე, აღნიშნული თანხმობა, აგრეთვე შეიძლება გამოხატულ იქნეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ამ ინსტრუქციის 221 მუხლით დადგენილი წესით.“;
4. მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რელიეფური ბეჭდის დასმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობაზე განხორციელდება დამცავი გარსის გადაკვრის შემდეგ.“.
5. მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. 201 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
8. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტის გაცემას (შეცვლას) ახორციელებს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.“.
9. 22-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს სრულწლოვან და ქმედუნარიან საქართველოს მოქალაქეს, არასრულწლოვნის წარმომადგენელს, აგრეთვე 14 წლის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვან პირს, თუ მას მიღებული აქვს პირადობის მოწმობა.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი:
„21. სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს სრულწლოვან და ქმედუნარიან ლტოლვილს, აგრეთვე ლტოლვილის სტატუსის მქონე არასრულწლოვნის წარმომადგენელს.“;
გ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. ერთ-ერთი მშობლის ან მისი აღმავალი შტოს ნათესავის სანოტარო წესით დამოწმებული, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი თანხმობა, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობა საკმარისია, თუ:
ა) მეორე მშობელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
ბ) მეორე მშობელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია;
გ) მეორე მშობლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;
დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;
ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია;
ვ) პასპორტის გაცემას არსებითი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვნის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე მშობლისაგან თანხმობის მიღება ვერ ხერხდება მასთან კავშირის დამყარების შეუძლებლობის გამო ან სხვა მიზეზით, და საქმის გარემოებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის არ იქნება თანხმობის გაცემის წინააღმდეგი.“.
10. 221 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 221. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისა და მასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების განხორციელების შესახებ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით განცხადების წარდგენის წესი
1. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს პასპორტის მისაღებად განცხადება-ანკეტა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები შეუძლია წარადგინოს ელექტრონული ფორმით.
2. ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
3. სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის აუცილებელი, უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით დედნის წარმოდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით.
6. ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე, პასპორტის გაცემისათვის დაწესებული საფასურის გადახდა დასტურდება საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით.
7. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და სააგენტოს აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.
8. ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების განცხადებასთან ერთად წარუდგენლობის შემთხვევაში, განცხადების განხილვის კანონმდებლობით ვადის ამოწურვამდე, განმცხადებელს განესაზღვრება ვადა დოკუმენტების წარსადგენად არა უმეტეს ერთი თვისა, რის თაობაზეც ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. დოკუმენტების წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების დადგენილი ფორმით წარმოუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
10. განმცხადებლის ვინაობასა ან საქართველოს პასპორტის გაცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით მომსახურების გაწევაზე.
11. განმცხადებლის მიერ სახელის და/ან გვარის შეცვლის შემთხვევაში, პასპორტი შეიძლება, გაიცეს ამ მუხლით დადგენილი წესით, წარდგენილი განცხადების საფუძველზე, მიუხედავად იმისა, მიღებული აქვს თუ არა განმცხადებელს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ახალი მონაცემებით. განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელი უნდა იყოს სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
12. განმცხადებლის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, პასპორტი შეიძლება გაიცეს ამ მუხლით დადგენილი წესით, წარდგენილი განცხადების საფუძველზე, მიუხედავად იმისა, მიღებული აქვს თუ არა განმცხადებელს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელი უნდა იყოს სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
13. განმცხადებლის მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქის პასპორტი შეიძლება გაიცეს განცხადებაში დასახელებულ პირზე ან გაეგზავნოს განმცხადებელს ფოსტით. საფოსტო ხარჯები ეკისრება განმცხადებელს
14. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ ბრძანებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო უფლებამოსილი პირის თანხმობის გამოხატვა, ასევე ამ ბრძანების შესაბამისად განცხადებაზე უფლებამოსილი პირის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით.“;
11. 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ დამისამართების მოუწესრიგებელი სისტემის გამო დასახლებაში ან თვითმმართველ ერთეულში მცხოვრები პირების რეგისტრირებულ მისამართს წარმოადგენს დასახლება ან თვითმმართველი ერთეული და არა კონკრეტული სახლი, შესაბამის დასახლებაში ან თვითმმართველ ერთეულში დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების ნუმერაციის განსაზღვრის) შემთხვევაში, მათი მისამართების დაზუსტება (კონკრეტულ სახლში რეგისტრაცია) განხორციელდება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გამგეობის (მერიის) რწმუნებულისა ან ქალაქის რაიონული გამგეობის ტერიტორიული ერთეულის სამსახურის (განყოფილების) უფროსის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2. თუ დამისამართების მოუწესრიგებელი სისტემის გამო მრავალბინიან სახლში მცხოვრები პირების რეგისტრირებულ მისამართს წარმოადგენს მრავალბინიანი სახლი და არა კონკრეტული ბინა, შესაბამის მრავალბინიან სახლში დამისამართების სისტემის მოწესრიგების (ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) შემთხვევაში, მათი მისამართის დაზუსტება (კონკრეტულ ბინაში რეგისტრაცია) განხორციელდება მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის გადაწყვეტილების, შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გამგეობის (მერიის) რწმუნებულის ან ქალაქის რაიონული გამგეობის ტერიტორიული ერთეულის სამსახურის (განყოფილების) უფროსის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები