"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 248
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016070
  • Word
248
31/12/2010
სსმ, 172, 31/12/2010
040030000.22.027.016070
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 248

2010 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის               30 იანვრის 209 ბრძანებაში ცვლილებებ ისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის 209 ბრძანებით (სსმ III, 2006წ., 12, მუხ. 138) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და აღრიცხვიდან მოხსნა; .

2. მე -3 მუხლს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გაცემა;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ;“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:

„პ1) მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის გაცემა;“;

დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ2“ ქვეპუნქტი:

„შ2) სააგენტოს შექმნამდე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების, სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმება და გაცემა.“ .

3. მე-4 მუხლის მე-2 -მე -5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.

3. მოადგილეები სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კურირებენ სააგენტოში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს. მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

5. სააგენტოს თავმჯდომარის დავალებით მოადგილეები, ამ მუხლის მე -3 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილების გარდა, ასევე ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესრულებისათვის სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;“;

ბ) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ი) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესსა და სააგენტოს თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობას;“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება დაევალოს მის მოადგილეს.“;

5. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) დისტანციური მომსახურების სამსახური;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნს;

6. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სააგენტოსთან იქმნება მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომლის წევრებს ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრების საქმიანობა ანაზღაურებადია და ფინანსდება სააგენტოს სახსრებიდან.”.

7. 62 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ 3. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე.“.

8. მე -7 მუხლის:

ა) მე -3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც1“- „ც3“ ქვეპუნქტები:

„ც1) უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ მონაცემების დამუშავებას;

2 ) ახორციელებს სააგენტოს საჭიროებიდან გამომდინარე ინფორმაციის სტატისტიკურ დამუშავებას და ანალიზს;  

3 ) იკვლევს სააგენტოს მიერ განხორციელებული მომსახურების სფეროში არსებულ ტენდეციებს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ 4. ამ მუხლის მე- 3 პუნქტის „ა“- „გ“ და „ც1“ – „ც3 ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილება, დ“,- „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ამოცანებს – პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების განყოფილება, კ“,-„ ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს – საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრსტუქტურის მართვის განყოფილება, ხოლო ღ“ ც“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს – მომხმარებელთა მომსახურების განყოფილება.“;

9. მე -7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ პუნქტი:

„41. დისტანციური მომსახურების სამსახური:

ა) იღებს ელექტრონული ფორმით, პირდაპირი ვიზუალური კავშირის დამყარების შედეგად წარმოდგენილ განცხადებებს;

ბ) ახორციელებს ელექტრონული ფორმით, პირდაპირი ვიზუალური კავშირის დამყარების შედეგად მიღებული განცხადების, მასზე დართული დოკუმენტების დამუშავებას და დამუშავებული დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გადაცემას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის;

გ) იღებს გადაწყვეტილებას დოკუმენტის წარმოსადგენად ვადის განსაზღვრის შესახებ, თუ მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი დოკუმენტი თან არ ერთვის განცხადებას ;

დ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს .“.

10. მე-7 მუხლის:

ა) მე -5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) მონაწილეობს სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში, ახდენს სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანას და მათ ვიზირებას;“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური:

ა) ახორციელებს სააგენტოს სისტემაში ადამიანური რესურსების აღრიცხვას, მონიტორინგს და ანალიზს;

ბ) ამზადებს სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტებს ;

გ) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა ;

დ) ახორციელებს სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მათი საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება- ჩატარების ორგანიზებას , კადრების რეზერვის შექმნას;

) შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს და აკონტროლებს მის შესრულებას;

) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.“;

გ) მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სააგენტოსა და სააგენტოს თავმჯდომარის ურთიერთობის კოორდინირებას;“;

დ) მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით ამოწმებს სააგენტოს სამსახურების საქმიანობას;“;

ე) მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) ადგენს დასკვნებს სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ და წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარეს;“;

ვ) მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტების, საკონტროლო დავალებებისა და სააგენტოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმებასა და კონტროლს;“;

ზ) მე-14 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ პუნქტი:

„ვ1) ახორციელებს სააგენტოს შექმნამდე სამინისტროს სისტემაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების, სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმებას და გაცემას.“;

თ) 142 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

15. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპურ დებულებას ამტკიცებს და სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“.

11. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) სააგენტოს თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

1) სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;“;

გ) პირველი პუნქტის „ვ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) სააგენტოს თავმჯდომარის ან/და მისი ერთ- ერთი მოადგილის დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს.“;

დ) მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) სააგენტოს თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;

ვ) სააგენტოს თავმჯდომარის ან/და მისი ერთ- ერთი მოადგილის დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს.“;

ე) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის, მისი ერთ- ერთი მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის სხვა დავალებებს.“.

    მუხლი 2

1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის                   17 იანვრიდან.

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის პირველი თებერვლიდან.

4. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 20 იანვრიდან.

ზ. ადეიშვილი