დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 247 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 172, 31/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016069 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება № 247
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის № 213 ბრძანებაში ცვლილებებ ისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის № 213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., № 13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუქნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია, რეგისტრაციიდან მოხსნა, საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და აღრიცხვიდან მოხსნა, შესაბამისი პირადობის და ბინადრობის მოწმობების გაცემა და შეცვლა;”.
2. მე-2 მუხლ ის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ ქვეპუნქტი:
„ე2) საქართველოდან გასვლის ვადლებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;“;
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი5“ ქვეპუნქტი:
„ი5) მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის გაცემა;“;
გ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი6“ ქვეპუნქტი:
„ი6) საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გაცემა;“;
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. სააგენტოს აფხაზეთის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მხოლოდ „ე1“, „ე2“, “ვ”, „ზ2“, „ი“, „ი1“, „ი2“, „ი6“ და “კ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნისა და ბინადრობის მოწმობის გაცემისა.“.
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 17 იანვრიდან.
3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის პირველი თებერვლიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები