"საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 03/02/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 07/02/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.05.002.002.
  • Word
32
03/02/2003
სსმ, 10, 07/02/2003
010.240.030.05.002.002.
"საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №32

2003 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის N670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის N670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში (შემდგომში - დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. დებულების XI თავიდან (სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ნუსხა) ამოღებულ იქნეს:

ა) „მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტი „სამტრესტი“;

ბ) „აგრობიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტი“.

2. დებულების XII თავს (სამინისტროს სისტემის საჯარო სამარ-თლის იურიდიულ პირთა ნუსხა) დაემატოს სიტყვები: ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი „სამტრესტი“.

3. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილებებიდან გამომდინარე გამოთავისუფლებული საშტატო ერთეულები (18 ერთეული), მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდი და დამქირავებლიდან ანარიცხები დარჩეს სამინისტროს განკარგულებაში სამინისტროს ცენტრალური აპარატი-სათვის.

4. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრმა დ. კირვალიძემ უზრუნველყოს ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან 2 კვირაში მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „სამტრესტის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სალიკვი-დაციო კომისიის შექმნა და სათანადო ღონისძიებების განხორციელება.

. შევარდნაძე