დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15/54 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 29/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 100111, 10/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.111.016023 |
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №15/54
2010 წლის 29 დეკემბერი
ქ. ფოთი
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო აღნიშნავს, რომ თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტის სახსრების ეკონომიის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურული ერთეულების (ადგილობრივი სამსახურები) მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით მიზანშეწონილია თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მშენებლობის სამსახურის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ქონების მართვის სამსახურის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის რეორგანიზაცია და ამ სამსახურების ბაზაზე თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების სამსახურისა და თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურის შექმნა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით, რომელსაც ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, კერძოდ:
1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №9/30 დადგენილებით დანართი №1-ის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურული ერთეულებია (სამსახურები):
ა) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაცია (სამსახური);
ბ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;
გ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახური;
დ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური;
ე) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური;
ვ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების სამსახური;
ზ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახური;
თ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური;
ი) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სპორტის სამსახური;
კ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური;
ლ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.“.
2. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №9/30 დადგენილებით დანართი -1 -ის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების“ მე-20 მუხლს დაემატოს მე-3, მე-4, მე-5 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„3. რეორგანიზებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მშენებლობის სამსახური, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ქონების მართვის სამსახური, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური და ამ სამსახურების ბაზაზე შეიქმნას თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების სამსახური, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური და თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახური”.
„4. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების სამსახურის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სამსახურის დებულებით”.
„5. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიამ გაატაროს ღონისძიებები თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მშენებლობის სამსახურის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ქონების მართვის სამსახურის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის რეორგანიზაციასთან და ამ სამსახურების ბაზაზე თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების სამსახურისა და თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით”.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2008 წლის 21 თებერვლის №3/11 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურის, ტრანსპორტის, ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და ქონების მართვის სამსახურების რეორგანიზაციისა და მათ ბაზაზე თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მშენებლობის სამსახურის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურისა და თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ქონების მართვის სამსახურის შექმნის შესახებ“.
ბ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2007 წლის 29 მარტის №4/34 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის საფინანსო სამსახურის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის რეორგანიზაციისა და მათ ბაზაზე თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის შექმნის შესახებ“.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები