დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 28 იანვრის №1/4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15/51 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 29/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 120111, 12/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.111.016040 |
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №15/51
2010 წლის 29 დეკემბერი
ქ. ფოთი
„თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 28 იანვრის №1/4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად,
მუხლი 1
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 28 იანვრის №1/4 დადგენილებაში, კერძოდ:
ა) „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის” დადგენილების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის, დაწესდეს დასუფთავების მოსაკრებელი და მისი ოდენობა განისაზღვროს თანახმად დანართი 2-ისა”.
2. „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის”
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით,
ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებების, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის – დაგროვილი ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენის დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობების მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქნელი შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების), მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის, (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების სხვა კომბინაციებიც.”.
3. „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის” მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებების, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.”.
4. „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის” მე-6 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ადმინისტრირების ერთიანი, ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის (ადმინისტრირების ერთიანი სისტემა) არსებობისას მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება ამ სისტემით მომსახურების გამწევი პირის (ადმინისტრატორის) მიერ, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.”.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები