დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 31/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 172, 31/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.21.014.016008 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №14
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით (სსმ III, 03.01.2006, №1, მუხ.1) დამტკიცებულ „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-8 პუნქტი:
„8. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული პირობები, აგრეთვე ასეთი ხელშეკრულების მიმართ ამ მუხლის, ასევე ამ დებულების 26-ე და 261 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გავრცელების საკითხი.“.
2. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით შემსყიდველ ორგანიზაციას ევალება გამოყოს კოორდინატორი ან შექმნას სპეციალური ინსპექტირების ჯგუფი (შემდგომში – ინსპექტირების ჯგუფი). ინსპექტირების ჯგუფის წევრი შესაძლებელია იყოს როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელი, ასევე სხვა პირი.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ. ურჯუმელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები