დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ქარელის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 060111, 06/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.144.016025 |
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38
2010 წლის 30 დეკემბერი
ქ. ქარელი
ქარელის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული ქარელის მუნიციპალიტეტის შემდეგი სიმბოლოები:
ა) ქარელის მუნიციპალიტეტის დროშა, რომელიც წარმოადგენს: მეწამული ველის ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ირიბი ჯვრის ფორმის, ანუ ერთმანეთზე გადაჯვარედინებული საერო და სასულიერო ხელისუფლების აღმნიშვნელი ოქროს ორი კვერთხი. კვერთხთა თავებს შორის მოთავსებულია წმინდა მეფე დავით IV „აღმაშენებლის“ თავსარქმელი – გვირგვინი; კვერთხების მარჯვნივ და მარცხნივ თითო ჰერალდიკური ოქროს ჯვარი; ხოლო კვერთხების ქვემოთ სამყურას ფორმის მუხის ოქროს ფოთოლი ოქროსივე ორი ნაყოფით (რკოთი)
დროშის პროპორცია 2:3.
(დანართი №1).
ბ) ქარელის მუნიციპალიტეტის გერბი, რომლის ფარი წარმოადგენს: მეწამულ ველს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ირიბი ჯვრის ფორმის, ანუ ერთმანეთზე გადაჯვარედინებული საერო და სასულიერო ხელისუფლების აღმნიშვნელი ოქროს ორი კვერთხი. კვერთხთა თავებს შორის მოთავსებულია წმინდა მეფე დავით IV „აღმაშენებლის“ ოქროს თავსარქმელი – გვირგვინი; კვერთხების მარჯვნივ და მარცხნივ თითო ჰერალდიკური ოქროს ჯვარი; ხოლო კვერთხების ქვემოთ სამყურას ფორმის მუხის ოქროს ფოთოლი ოქროსივე ორი ნაყოფით (რკოთი).
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი-სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „ქარელი“.
(დანართი № 2)
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი


უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები