დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 060111, 06/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.139.016014 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №42
2010 წლის 27 დეკემბერი
ქ. ბორჯომი
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალტიეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების/ სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №36 დადგენილებაში (სსმ V, №55, 25.11.2010წ.,) შეტანილ იქნეს ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1 „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის” მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მე-4 პუნქტის მოთხოვნები” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 მოთხოვნები.”;
ბ) მე- 5 მუხლის მე-7 პუნქტში – სიტყვები „წერილობით ხელშეკრულებას” შეიცვალოს სიტყვებით – „ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საჯარო აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას, ოქმს ხელს აწერს მყიდველი/მოსარგებლე და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე როგორც გამყიდველი.”;
გ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ქურდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები