დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალიწინებულ ღონისძიებათა უზრუნველმყოფ კომისიათა შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 07/01/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 07/01/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.002. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/01/2003 - 21/02/2012)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1
2003 წლის 7 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა უზრუნველმყოფ კომისიათა შექმნის შესახებ
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების მომზადების მიზნით შეიქმნას:
1. კონსტიტუციური შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად, ჯვრისწერის სახელმწიფო აღიარებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადების კომისია შემდეგი შემადგენლობით:
როლანდ გილიგაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ზაზა მეიშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და ემიგრაციის დეპარტამენტის თავმჯდომარე
თამაზ პაპუაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა სამსახურის რელიგიისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების განყოფილების უფროსი
მარიამ ცაცანაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
გიგი წერეთელი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
მეუფე იობი (აქიაშვილი) – ქორეპისკოპოსი, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი
მამა გიორგი გამრეკელი – პროტოპრესვიტერი, საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე
მამა გიორგი ზვიადაძე – დეკანოზი, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პრორექტორი, კომისიის მდივანი
გიორგი ანდრიაძე – საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანი
მამა თევდორე კიკნაძე – დეკანოზი.
2. კონსტიტუციური შეთანხმების მე-4 მუხლის შესაბამისად, სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში საპატიმროებსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოძღვრის (კაპელანის) ინსტიტუტის შექმნის კომისია შემდეგი შემადგენლობით:
თედო ჯაფარიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე
ირაკლი ბათიაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე
როლანდ გილიგაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
დავით თევზაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი
დავით კერესელიძე – საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი სამსახურის უფროსი
კობა ნარჩემაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
სულხან პაპაშვილი – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
თამაზ პაპუაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა სამსახურის რელიგიისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების განყოფილების უფროსი
ვალერი ჩხეიძე – სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ვალერი ხაბურძანია – საქართველოს უშიშროების მინისტრი
მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – ფოთის ეპისკოპოსი, ძალოვან სტრუქტურებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე
მეუფე თეოდორე (ჭუაძე) – ახალქალაქის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსი
მეუფე გერასიმე (შარაშენიძე) – ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ეპისკოპოსი, საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე
მეუფე საბა (გიგიბერია) – ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსი
მამა ზენონი (იარაჯული) – სვეტიცხოველის საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი
მამა ზაქარია მაჩიტაძე – დეკანოზი, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი – დეკანოზი, პენიტენციარულ სისტემასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე
მამა ილია ნასიძე – დეკანოზი, საპატრიარქოს გაფართოებული სამედიცინო საბჭოს თავმჯდომარე
გიორგი ანდრიაძე – საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანი, კომისიის მდივანი
მამა თევდორე კიკნაძე – დეკანოზი.
3. კონსტიტუციური შეთანხმების მე-5 მუხლის შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლების საკითხთა სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე კარტოზია – საქართველოს განათლების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ნოდარ ამაღლობელი – საქართველოს პარლამენტის წევრი
როლანდ გილიგაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
სესილი გოგიბერიძე – საქართველოს კულტურის მინისტრი
ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი
კობა იმედაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერების, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი
მარიკა ლორთქიფანიძე – აკადემიკოსი
როინ მეტრეველი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი
თამაზ პაპუაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა სამსახურის რელიგიისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების განყოფილების უფროსი
მიხეილ ქურდიანი – აკადემიკოსი
გიგი წერეთელი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
მეუფე ანანია (ჯაფარიძე) – მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი
მეუფე დანიელი (დათუაშვილი) – ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თავმჯდომარე
მეუფე ზოსიმე (შიოშვილი) – წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი
მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) – ახალქალაქისა და კუმურდოს მთავარეპისკოპოსი
მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი) – ბათუმისა და სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი, საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი
მამა გიორგი გამრეკელი – პროტოპრესვიტერი, საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე
მამა დავითი შარაშენიძე – დეკანოზი, პრესცენტრის ხელმძღვანელი
მამა გიორგი ზვიადაძე – დეკანოზი, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პრორექტორი
ზურაბ ცხოვრებაძე – პრესცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე – კომისიის მდივანი
ზაზა აბაშიძე – საპატრიარქოს ენციკლოპედიური ცენტრის ხელმძღვანელი
მაგალი თოდუა – გელათის მეცნიერებათა აკადემიის რექტორი.
4. კონსტიტუციური შეთანხმების მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამართლებრივი და ქონებრივი ურთიერთობების მოწესრიგების ღონისძიებათა სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
როინ მეტრეველი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი, კომისიის თავმჯდომარე
ზაზა ალექსიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
ნოდარ ამაღლობელი – საქართველოს პარლამენტის წევრი
თამაზ ბარაბაძე – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის უფროსი
მანანა გიგინეიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი, სახელმწიფო ენის საპარლამენტო ქვეკომისიის თავმჯდომარე
სესილი გოგიბერიძე – საქართველოს კულტურის მინისტრი
ზურაბ ეზუგბაია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი
კობა იმედაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი
თედო ისაკაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ნოდარ ლომოური – საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, პროფესორი
მარიკა ლორთქიფანიძე – აკადემიკოსი
თამაზ პაპუაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა სამსახურის რელიგიისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების განყოფილების უფროსი
კახა ტრაპაიძე – საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე
გია შაიშმელაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
გურამ შარაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
გიგი წერეთელი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
ლევან ჭილაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, აკადემიკოსი
მეუფე კალისტრატე (მარგალიტაშვილი) – ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი
მეუფე იობი (აქიაშვილი) – ქორეპისკოპოსი, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი
მეუფე დანიელი (დათუაშვილი) – ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თავმჯდომარე
მეუფე დავითი (მახარაძე) – ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი, ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების საბჭოს თავმჯდომარე
მეუფე აბრაამი (გარმელია) – დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი
მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი) – ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლიტი
მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა) – ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარ-ეპისკოპოსი
მეუფე საბა (გიგიბერია) – ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსი
მეუფე ელისე (ჯოხაძე) – ნიკორწმინდის მთავარეპისკოპოსი
მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – ფოთის ეპისკოპოსი, ძალოვან სტრუქტურებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე
მეუფე ანტონი (ბულუხია) – ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსი
მამა დავითი შარაშენიძე – დეკანოზი, პრესცენტრის ხელმძღვანელი
მამა ბესარიონი მენაბდე – დეკანოზი, ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
მამა გიორგი ზვიადაძე – დეკანოზი, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პრორექტორი
მიხეილ ქურდიანი – გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
ზურაბ ცხოვრებაძე – პრესცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, კომისიის მდივანი
ზაზა აბაშიძე – საპატრიარქოს ენციკლოპედიური ცენტრის ხელმძღვანელი.
5. კონსტიტუციური შეთანხმების მე-11 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში ეკლესიისათვის მატერიალური ზიანის ნაწილობრივი კომპეტენციის საკითხების შემსწავლელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ჯონი ხეცურიანი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარე
ირაკლი ბოჭორიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი
გიორგი გაჩეჩილაძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი
ზურაბ გეგეჭკორი – საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მირიან გოგიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დავით კირვალიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ზურაბ მახარაძე – საქართველოს სახელმწიფო საარქივო დეპარტამენტის თავმჯდომარე
სოლომონ პავლიაშვილი – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
თამაზ პაპუაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა სამსახურის რელიგიისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების განყოფილების გამგე
მარიამ ცაცანაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
მეუფე გერასიმე (შარაშენიძე) – ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ეპისკოპოსი, საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე
მეუფე ისაია (ჭანტურია) – ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი
მეუფე თეოდორე (ჭუაძე) – ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსი
მეუფე ანდრია (გვაზავა) – სამთავისისა და გორის ეპისკოპოსი
მამა ზენონი (იარაჯული) – სვეტიცხოველის საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი
მამა ზაქარია მაჩიტაძე – დეკანოზი, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი
მამა მიქაელი (გაბრიჭიძე) – სოფლის მურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარე
გიორგი ანდრიაძე – საპარლამენტო მდივანი, აღნიშნული კომისიის მდივანი
სერგო ვარდოსანიძე – სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დეკანი
მამა ტარიელ სიკინჭალაშვილი – დეკანოზი, საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს წევრი.
6. კომისიებმა საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1 მაისის №204 ბრძანებულების შესაბამისად 2 თვეში შეიმუშაონ და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარმოუდგინონ შესაბამის კომისიათა დებულებები.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები