დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლატაციის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს N1143 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1183 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 172, 31/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170310.22.034.016021 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1183
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლატაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლატაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით (სსმ III, 30.08.2007, №122, მუხ. 1331) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„71. გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა შესაძლებელი უნდა იყოს ციფრული ვიდეოჩამწერიდან (DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით). აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია იქონიოს იმგვარი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაწერილი ინფორმაციის გადატანას ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე გამოსახულების ხარისხის დანაკარგის გარეშე.“.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ადგილზე, კერძოდ დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების პარამეტრებს განსაზღვრავს უშუალოდ აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულ ვადეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრები/ მახასიათებლებია:
ა) კამერის გარჩევადობა: 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA);
ბ) მგრძნობელობა: 0 ლუქსი აქტიური განათების შემთხვევაში (0.1 აქტიური განათების გარეშე);
გ) დაფარვის ზონა: შესაძლებელი უნდა იყოს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შენობის ძირითადი და სათადარიგო შესასვლელების 20-მეტრიანი რადიუსის ფართობის თვალთვალი;
დ) ჩანაწერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA), არანაკლებ 5 კადრი წამში. დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას;
ე) სერტიფიკატი : აპარატურას უნდა გააჩნდეს ISO სერტიფიკატი.
2. გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 2 ვიდეომეთვალყურეობის სისტემა (იმ ადგილებზე, სადაც ეს შეუძლებელია – ერთი ვიდეომეთვალყურეობის სისტემა), ხოლო სათადარიგო გასასვლელების არსებობის შემთხვევაში, 1 ვიდეომეთვალყურეობის სისტემა თითო გასასვლელზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა დამონტაჟდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრულ ადგილას და შერჩეული განლაგებით. დისტანციური მონიტორინგის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მუდმივი წვდომა გლობალურ ქსელთან.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ან/და სხვა უფლებამოსილი პირი ადგენს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების დამადასტურებელ აქტს, რომელშიც აღინიშნება ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების დასრულების თარიღი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემების რაოდენობა, მათი ტექნიკური მახასიათებლები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ან/და სხვა უფლებამოსილი პირის და აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის ხელმოწერები. ამ პუნქტით განსაზღვრული აქტი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი პირი გადაეცემა აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს, ხოლო მეორე რჩება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს. ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების დამადასტურებელი აქტის დამოწმებულ ასლს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები