დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110111, 11/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.35.104.016042 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/01/2011 - 24/02/2012)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №53
2010 წლის 22 დეკემბერი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართის შესაბამისად. (დანართი 1 ფურცელზე).
2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 20 იანვრის №1 დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“.
3. დადგენილება ძალაშია, კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ციმინტია
დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგო |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| 2 | გამგებელი | 2360 |
| 3 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| 4 | გამგებლის მოადგილე | 900 |
| 5 | საკრებულოს აპარატის უფროსი, გამგეობის სამსახურის უფროსი | 700 |
| 6 | საკრებულოს კომისის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| 7 | გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი | 500 |
| 8 | გამგებლის თანაშემწე | 450 |
| 9 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი /რწმუნებული/ | 400 |
| 10 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი,მ/შ: ა) მთავარი სპეციალისტი ბ) წამყვანი სპეციალისტი გ) უფროსი სპეციალისტი დ) სპეციალისტი |
420 380 340 290 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები