დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებთა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 545 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/12/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 126, 27/12/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.230.000.05.002.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
2002 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი „ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებისა და „საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. შეუწყდეს რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს „საქნავთობტრანსის”ფილიალ “ხაშურის სამმართველოს“ სამართალმემკვიდრე შპს „ხაშურის მაგისტრალური ნავთობპროდუქტსადენის სამმართველოს“ (ხაშური) და „საქართველოს ავიახაზებს“ (თბილისი), აგრეთვე სააქციო საზოგადოება „ცენტროლიტს“ (თბილისი).
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა (ი. ზაუტაშვილი) რესტრუქტურიზებული დავალიანების გადაუხდელ ნაწილზე რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან ამ საწარმოთა მიმართ გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები