დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110111, 11/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140060000.35.104.016035 |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №46
2010 წლის 22 დეკემბერი
ქ. წალენჯიხა
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №29 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:
დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე ხანძრების თავიდან აცილების ორგანიზაციას და ჩაქრობას, ამ ღონისძიებისათვის აუცილებელი სამუშაოების შესრულებასა და მომსახურების გაწევას.“
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ციმინტია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები