"საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 412
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.016142
  • Word
412
28/12/2010
სსმ, 172, 31/12/2010
010240010.10.003.016142
"საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 412

2010 წლის 28 დეკემბერი

. თბილისი

 „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქარ­თველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, №70, მუხლი 624) დამტ­კიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

11. პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს მთავრობის წევრების, აგრეთვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეუ­ლებში სა­ქართ­­ვე­ლოს მთავრობის წარმომადგენლების – სა­ხელ­მწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების მიერ საკუ­თა­რი უფლე­ბამოსილებების კეთილსინდისიერად განხორციე­ლებისა და დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებისათვის გამოიყენოს მათი წახალისების სხვადასხვა ფორ­მა, მათ შორის, პრემირება. აღნიშნულის თაობაზე კანონ­მდებლობით დადგენილი წესით გამოიცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება.“.

 მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 29 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ნ. გილაური