„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 62
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 130111, 13/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.169.016033
  • Word
62
30/12/2010
ვებგვერდი, 130111, 13/01/2011
040110030.35.169.016033
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №62

2010 წლი 30 დეკემბერი

ქ. დედოფლისწყარო

,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის №31 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება შემუშავებულია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონისა და პირობებით აუქციონის პრივატიზების წესს.

2. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონისა და პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს და პირობებს განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შემდგომში – ,,გამყიდველი“.

3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონისა და პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო, თუ გამოცხადებულია პირობებით აუქციონი – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

4. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონისა და პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემისა და არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადასაცემად მუდმივმოქმედი აუქციონის მომწყობი კომისიის მეშვეობით.

5. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონისა და პირობებით აუქციონის ფორმით საპრივატიზებო საწყისი ფასი გამყიდველის მიერ განისაზღვრება ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობის გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად.

6. აუქციონის ფორმით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

7. აუქციონი (აუქციონი პირობით) ცხადდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით.

8. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.

9. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აუქციონში და პირობით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების ტიპურ ფორმებს ამტკიცებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

4. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, კიკვიძის ქ. №2) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                ლ. ბაღაშვილი