მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ

  • Word
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 050111, 05/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 010320010.35.153.016028
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
59
30/12/2010
ვებგვერდი, 050111, 05/01/2011
010320010.35.153.016028
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/01/2011 - 21/01/2011)

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 59

2010 წლის 30 დეკემბერი

ქ. მცხეთა

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცებულ იქნს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვები და მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისათვის სავალდებულო პროგრამა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნის სფერში, დანართი №1-ის და დანართი №2-ის შესაბამისად.

 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                  ა. კალანდაძე

დანართი 1

    მუხლი 1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების სავალდებულობა

1. ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელის თანამდეობის დასაკაებლად.

2. ატესტაციებისას მოხელეთა და კონკურსებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.

    მუხლი 2. მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შედგება მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან.

2. ინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყველა მოხელისათვის.

3. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებისა და განყოფილებების (ტერიტორიული ორგანოების) მიხედვით და მოიცავს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა ყოველ თანამდებობას.

    მუხლი 3. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების კომპონენტები

მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

1. პროფესიული ცოდნის მოთხოვნები;

2. ზოგადი უნარების მოთხოვნები;

3. პროფესიული უნარების მოთხოვნები.

    მუხლი 4. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის სფეროში

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:

1. შესაბამის სპეციალობაში ბაკალავრის აკადემიურ ხარისხი მაინც.

2. ამ დადგენილების 2 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა.

    მუხლი 5. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

    მუხლი 6. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის და გამოცდილების სფეროში

1. თანამდებობათა რანგების მიხედვით სავალდებულოა:

) მთავარი საჯარო თანამდებობის (გამგებელი, გამგებლის მოადგილე) დასაკავებლადმაგისტრის დიპლომის მქონე პირი, მასთან გათანაბრებული პირი, ან წამყვან საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება მაინც;

) წამყვანი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად – (მუნიციპალური სამსახურის უფროსი, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელიმცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებული) – უფროს საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 2-წლიანი გამოცდილება მაინც;

) უფროსი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად (მუნიციპალური სამსახურის უფროსის მოადგილე, სამსახურის განყოფილების უფროსი, მუნიციპალური სამსახურის (ტერიტორიული ორგანოს) მთავარი სპეციალისტი) უმცროს საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 1-წლიანი გამოცდილება მაინც.

2. პროფესიული ცოდნის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოხელის სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად მოიცავს პროფესიულ კვალიფიკაციას და საქმიანობის სფეროს იხედვით საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების ცოდნას.

    მუხლი 7. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული უნარების სფეროში

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი, წამყვანი და უფროსი თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:

) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით საქმისწარმოების პროფესიული უნარები;

) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები.

2. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უმცროსი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოებაში გამოყენებულ დოკუმენტებთან ელექტრონული საინფორმაციო-საკომნიკაციო სისტემების მეშვეობით მუშაობის (დოკუმნტების მიღება, დოკუმენტის შედგენა და გადაგზავნა) პროფესიული უნარები.

 

დანართი 2

საქართველოს კონსტიტუცია:

1. საქართველოს პოლიტიკური წყობილების ფორმა;

2. ტერიტორიული სახელმწიფო მოწყობა;

3. ადგილობრივი თვითმმართველობა;

4. საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანის ძირითადი უფლებები და მოვალეობანი;

5. საქართველოს პარლამენტის სტატუსი, არჩევის წესი და უფლებამოსილებები;

6. საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი, არჩევის წესი და უფლებამოსილებები;

7. საქართველოს მთავრობის სტატუსი, ფორმირების წესი და უფლებამოსილებები;

8. სასამართლო ხელისუფლება;

9. სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების წესი, ფულად-საკრედიტო სისტემა, ეროვნული ბანკის სტატუსი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოების წესი, კონტროლის პალატის სტატუსი;

10. სახელმიფოს ავდაცვის ძირითადი პრინციპები, ეროვნული უშიშროების საბჭოს სტატუსი;

11. კონსტიტუციის გადასინჯვის წესი.

 

ეროვნული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ:

1. ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური და სამართლებრივი საფუძველი;

2. ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფცია;

3. ადგილობრივ თვითმმართველობის კომპეტენციის სფერო;

4. თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრები;

5. ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინიტრაციული საზღვრები;

6. ადგილობრივ უფლებამოსილებათა განხორციელების პირობები;

7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის ადმინისტრაციული ზედამხედველობა;

8. ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური სახსრები;

9.ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლება გაერთიანებაზე;

10.ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი დაცვა.

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონი:

1. კანონის რეგულირების სფერო;

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება;

3. თვითმმართველი ერთეულის ცნება;

4. სახელმწიფო ხელისუფლების ვალდებულება თვითმმართველობის სფეროში;

5. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები;

6. თვითმმართველი ერთეულის სტატუსი;

7. თვითმმართველი ერთეულის შექმნა და გაუქმება;

8. თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა;

9. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაცია;

10. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების შეზღუდვა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში;

11. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეები;

12. თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები;

13. უფლებამოსილებების დელეგირების წესი და პირობები;

14. საკრებულოს არჩევის წესი;

15. საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილება;

16. საკრებულოს სხდომის მუშაობის ორგანიზება;

17. საკრებულოს კომისიები;

18. საკრებულოს ბიურო;

19. საკრებულოს ფრაქცია;

20. საკრებულოს წევრის სტატუსი;

21. საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან;

22. საკრებულოს წევრის ზოგადი უფლებამოსილებები;

23. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესი;

24.  საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები;

25.  საკრებულოს თავმჯომარის მოადგილე;

26. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე;

27. საკრებულოს ფრაქციის თავმჯომარე;

28. საკრებულოს აპარატი;

29. გამგეობა (მერია);

30. გამგებელის (მერის) სტატუსი, მისი თანამდებობაზე დანიშვნის წესი;

31. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

32. გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი;

33. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების   სამართლებრივი აქტები;

34. თვითმმართველი ერთეულის ქონება;

35. თვითმმართველი ერთეულის მიწა და ბუნებრივი რესურსები;

36. ადგილობრივი შესყიდვა;

37. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების ძირითადი პრინციპები;

38. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების უზრუნველყოფის სისტემა;

39. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის ფორმები;

40. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და ანამდებობის პირთა საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა;

41. საფინანსო კონტროლის ფორმები;

42. თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა;

43. საკრებულოს დადგენილების პროექტის ინიცირება პეტიციის წესით;

44. ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა;

45. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება;

46. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.

 

„საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონი:

1. საჯარო სამსახურის ცნება და სახეები;

2. საბიუჯეტო დაწესებულების ცნება;

3. საჯარო მოსამსახურის ცნება და სახეები;

4. მუნიციპალურ მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების დადგენა;

5. გამგეობის (მერიის) და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა შტატების დამტკიცება;

6. საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები;

7. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელისათვის სამსახურში მისაღებად დადგენილი ძირითადი მოთხოვნები;

8. პირები, რომლებიც არ მიიღებიან საჯარო სამსახურში;

9. სპეციალური მოთხოვნები საჯარო სამსახურში მისაღებად;

10. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

11. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის სამსახურის ვადა;

12. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა კონკურსის

წესით;

13. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ანამდებობაზე დანიშვნა უკონკურსოდ;

14. ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურის ხელფასი;

15. სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი;

16. საჯარო მოსამსახურის სამუშაო დრო და დასვენების დრო;

17. საჯარო მოსამსახურის შვებულება;

18. მოხელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან თანამდებობრივად გაუთვალისწინებელი დავალების მიცემა;

19. საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი და მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა;

20. საჯარო მოსამსახურის უფლებები და გარანტიები;

21. მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობები;

22. მოსამსახურის მიერ სამართლებრივი აქტების დაცვის ვალდებულება;

23. განკარგულებები, რომელთა გაცემაც არ შეიძლება;

24. სამსახურში არმყოფი მოხელის მოვალეობათა შესრულება;

25. საქმისწარმოებისა და ქონების გადაცემის ვალდებულება;

26. საიდუმლოების დაცვის ვალდებულება;

27. სამეწარმეო და პარტიული საქმიანობის შეზღუდვები;

28. სამსახურებრივი შეუთავსებლობა;

29. გარიგებათა დადების შეზღუდვა;

30. საჯარო სამსახურში თანამდებობათა რანგირება;

31. მოხლის საკლასო ჩინი;

32. დაწესებულების შინაგანაწესის შინაარსი;

33. საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები, ქცევის ზოგადი წესები საჯარო ინფორმაციის გაცემისა და გამოყენებისას, ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში, კორუფციული სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად;

34. საჯარო მოსამსახურის წახალისების ფორმები;

35. მოხელის სამსახურებრივი დაწინაურების წესი;

36. დისციპლინური გადაცდომის ცნება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა;

37. მოხელის ატესტაციის ცნება, ატესტაციას დაქვემდებარებული პირები, ატესტაციის ჩატარების წესი;

38. მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლები;

39. მოხელის სამსახურიდან ჩამოშორება;

40. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები;

41. მოხელის გაფრთხილება გათავისუფლების შესახებ და სამსახურიდან გათავისუფლების კომპენსაცია;

42. სამსახურებრივი სტაჟის გამოანგარიშების წესი;

43. სამსახურებრივი დავების გადაწყვეტის წესი;

44. საჯარო სამსახურის საბჭო და საჯარო სამსახურის ბიურო.

 

„ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონი:

1. სამართლებრივი აქტის ცნება და სახეები;

2. ნორმატიული აქტის ცნება;

3. ნორმატიული აქტის მოქმედების სფერო;

4. საქართველოს კანონმდებლობა, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

5. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტები;

6. ნორმატიული აქტების იერარქია;

7. საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტები;

8. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტები;

9. საქართველოს მთავრობის და საქართველოს მინისტრის ნორმატიული აქტები;

10. საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები;

11. ნორმატიული აქტის სტრუქტურა, განმარტებითი ბარათი და რეკვიზიტები;

12. ნორმატიული აქტის სამართლებრივი ექსპერტიზა;

13. ნორმატიული აქტის მიღება და მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი;

14. ნორმატიული აქტის მოქმედება დროში. ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის დრო;

15. ნორმატიული აქტის უკუძალა;

16. ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება;

17. ნორმატიული აქტის ოფიციალური გამოქვეყნება და გამოქვეყნების წესი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი:

1. ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების, განცხადების, ადმინისტრაციული საჩივრის ცნებები;

2. ადმინისტრაციული წარმოების, ადმინისტრაციული ორგანოს, დაინტერესებული მხარის ცნებები;

3. საჯარო ინფორმაციისა და საიდუმლო ინფორმაციის ცნებები, ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია;

4. საჯარო რეესტრი, საჯარო ინფორმაციის გაცემა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, აღმასრულებელი პრივილეგია;

5. პერსონალური ინფორმაციის დამუშავების წესი;

6. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა და რეკვიზიტები;

7. ინდივიდუალურ ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება;

8. ინდივიდუალურადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა;

9. ინდივიდუალურადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტის საჯაროდ გამოცხადების, ოფიციალური გაცნობის და გამოქვეყნების წესები;

10. შეცდომების გასწორება ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტში;

11. არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

12. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

13. ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება;

14. სპეციალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა პასუხობდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულება;

15. ადმინსტრაციული ხელშეკრულების შეცვლა და ბათილად ცნობა;

16. ადმინისტრაციული წარმოების სახეები, ადმინსტრაციული წარმოების მხარეები;

17. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები;

18. განცხადების შეტანა, განცხადების შინაარსი, განცხადების რეგისტრაცია, ერთსა და იმავე საკითხზე ხელახალი განცხადების წარდგენის წესი;

19. განცხადების გადაგზავნა უფლებამოსილი ადმინიტრაციული ორგანოსათვის;

20. განცხადების განუხილველად დატოვება;

21. სხვა ადმინსტრაციული ორგანოს მონაწილეობა ადმნისტრაციულ წარმოებაში, წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ წარმოებაში;

22. ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობის საფუძვლები, აცილების განცხადება;

23. ადმინსტრაციული წარმოების ვადები. გაშვებული ვადის აღდგენის საფუძვლები;

24. დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, დაინტერესებული მხარის უფლებები;

25. საქმის გარემოებათა და მტკიცებულებათა გამოკვლევა ადმინისტრაციულ წარმოებაში;

26. ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების ვადები;

27. ადმინსტრაციული წარმოების წესი კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში (საკრებულო, საკრებულოს კომისია);

28. კოლეგიური ორგანოს ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნების წესი;

29. საკუთარი მოსაზრებების წარდგენა კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში;

30. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, ზეპირი მოსმენა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისას;

31. საჯარო ადმინსტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები, ცნობის გამოქვეყნება საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ, დოკუმენტების წარდგენა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება, ზეპირი მოსმენა, აქტის მიღება და გამოქვეყნება;

32. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღმასრულებელი ორგანო, აქტის აღსრულების წესი;

33. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება, საჩივრის განმხილველი ორგანო, აქტის გასაჩივრების ვადა, ადმინისტრაციული საჩივრის ფორმა და შინაარსი, ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის საფუძვლები, საჩივრის განხილვის ვადა, საჩივრის წარდგენისას აქტის მოქმედების შეჩერება, ზეპირი მოსმენის ჩატარების წესი, საჩივრის განხილვა და გადაწყვეტა ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით;

34. ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა.

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებსაქართველოს კანონი:

1. სახელმიფო ზედამხედველობის ცნება და სახეები;

2. სახლმწიფო ზედამხედველობის ორგანოები;

3. სახელმიფო ზედამხედველობის მიზნები;

4. ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებების დაცვა ზედამხედველობის განხორციელებისას;

5. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი კონსულტაცია;

6. სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების წესი;

7. დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ზედამხედველობა;

8. დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფა ზედამხედველობის ორგანოს მიერ;

9. ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა.

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქცია“:

1. დადგენილების რეგულირების სფერო;

2. დოკუმენტირების საერთო წესი;

3. დოკუმენტის პროექტის მომზადება და გაფრმება;

4. შემოსული კორესპონდენციის მიღება, წინასწარი გარჩევა, რეგისტრაცია და ინდექსაცია;

5. შემოსული კორესპონდენციის გადაცემის წესი;

6. დავალებათა გაფორმება;

7. დოკუმენტებზე მუშაობის ზოგადი წესი;

8. გასაგზავნი დოკუმენტების დამუშავების წესი;

9. დოკუმენტების შესრულების კონტროლი;

10. დოკუმენტების შესრულების ვადები;

11. დოკუმენტების შესრულების კონტროლის ორგანიზაცია;

12. საქმეთა ნომენკლატურა, სათაურები და მათი შედგენა საქმე ნომენკლატურაში;

13. საქმეთა ფორმირების წესი;

14. დოკუმენტების მომზადება არქივში ჩასაბარებლად, დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა, ელექტრონული დოკუმენტების ექსპერტიზა და არქივში შესანახად შერჩევა;

15. საქმეთა გაფორმება, საქმეთა ანაწერების შედგენა, არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი.