"სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

"სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 30/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 400020010.16.009.016011
31
30/12/2010
სსმ, 172, 31/12/2010
400020010.16.009.016011
"სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება 31

2010 წლის 30 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის 32 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1. სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის 32 დადგენილებით დამტკიცებულ სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების (სსმ, III, 01.12.2008 წ. 170, მუხ. 1748) 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

 9. თუ გამრიცხველიანებული მომხმარებლების მიერ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა მრიცხველის მეშვეობით შეუძლებელია რთული კლიმატური პირობების გამო გარკვეული დროის (ყინვის პერიოდის) განმავლობაში, წყალმომარაგების სისტემის სრულ მოწესრიგებამდე, სასმელი წყლის მიმწოდებლები უფლებამოსილნი არიან, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრონ ამ პერიოდის ხანგრძლივობა და მხოლოდ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მომხმარებელს მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დაარიცხონ შემდეგი წესით:

ა) გამრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებლებს სულადობის მიხედვით:

ა.ა.) შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მომხმარებლებისათვის კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს 17 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ბ ქვეპუნქტით დადგენილი ზღვრული ტარიფების ფარგლებში;

ა.ბ.) შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მომხმარებლებისათვის, კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს 17 დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის ბ ქვეპუნქტით დადგენილი ზღვრული ტარიფების ფარგლებში;

ა.გ.) სხვა სასმელი წყლის მიმწოდებლების მომხმარებლებისათვის ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონის ამოქმედების დღისათვის არსებული შესაბამისი ტარიფით.

ბ) გამრიცხველიანებულ არასაყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებლებს მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დაერიცხება ამავე მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პერიოდის დაწყებამდე წინა სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან, ამ მომხმარებლის მუშაობის, გამოყენებული დანადგარების დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 1 იანვრამდე..

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე                                                   გ. ჩალაგაშვილი