დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სააქციო საზოგადოება ,,თბილგაზის" მართვის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 471 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/11/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 112, 14/11/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.060.000.05.002.002. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/11/2002 - 16/12/2002)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №471
2002 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
სააქციო საზოგადოება „თბილგაზის“ მართვის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
სააქციო საზოგადოება „თბილგაზის“ რეაბილიტაციისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების, საგადასახადო და სატარიფო პოლიტიკის ლიბერალიზაციისა და ოპტიმიზაციის მიზნით:
1. სააქციო საზოგადოება „თბილგაზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა (100%) მართვა განახორციელოს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ. მირცხულავა) გაზის საერთაშორისო კორპორაციასთან (ა. გოცირიძე) ერთად (მართვის ოპერატორის ფუნქციით).
2. საქართველოს სათბობენერგეტიკის სამინისტრომ სააქციო საზოგადოება „თბილგაზის“ აქციათა მართვის უფლებამოსილების მიღების შემდეგ ბუნებრივი გაზის სექტორში შექმნილი საგანგებო სიტუაციის გათვალისწინებით, აღნიშნული სფეროს განვითარების სტრატეგიული გეგმისა და საერთაშორისო კონსულტანტების (USAID, PA Consulting Group) მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების შესაბამისად გაზის საერთაშორისო კორპორაციასთან ერთად უზრუნველყოს რეაბილიტაციის პროგრამისა და 2002-2003 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დარგის საიმედო ფუნქციონირებისათვის აუცილებელი, სამეურნეო და ფინანსური მექანიზმების შემუშავება და ამოქმედება. განახორციელოს სააქციო საზოგადოება „თბილგაზის“ სტრუქტურული რეორგანიზაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ქ.თბილისის მერიამ (ვ. ზოდელავა) ქალაქის 2003 წლისა და შემდგომი წლების ბიუჯეტის პროექტის ფორმირებისას სრულად გაითვალისწინოს მოსახლეობის გარკვეული ფენებისათვის ბუნებრივი აირის მოხმარებაში კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების კომპენსაციისათვის სათანადო ასიგნებების გამოყოფის საჭიროება. ამასთან. უზრუნველყოს გაზის რეაბილიტაციისა და არსებული შეღავათების კომპენსაციის ნაწილში მიმდინარე წელს ქალაქის ბიუჯეტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. აუცილებლობის შემთხვევაში ამ მიზნებისათვის განიხილოს აგრეთვე საბიუჯეტო კრედიტების გამოყოფის შესაძლებლობა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი):
ა) საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებისას ქ. თბილისის ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელში ტექნიკური დანაკარგების მაქსიმალურად შემცირების, მისი უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობების გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური წლის დასაწყისშივე გამოყოს გაზის მეურნეობის რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებული თანხებიდან 4.2 მლნ ლარი;
ბ) სააქციო საზოგადოება „თბილგაზის“ მიერ 2002-2003 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის პროგრამით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების პირობებში მიღებული ფინანსური შედეგების მიხედვით სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად განიხილოს და წარმოადგინოს წინადადებები მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირის სუბსიდირებისათვის სათანადო ასიგნების გამოყოფის თაობაზე;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ორ კვირაში განიხილოს სააქციო საზოგადოება „თბილგაზის“ საბიუჯეტო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხი.
5. ეთხოვოს საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (ე. ერისთავი) სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების გათვალისწინებით, ბუნებრივი აირის აღრიცხვის სისტემის სრულ მოწესრიგებამდე, განიხილოს გაზის მოხმარების დროებითი ფიქსირებული ტარიფების შემოღების მიზანშეწონილობის საკითხი.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები