დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 469 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/11/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 112, 14/11/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 420.170.000.05.002.002. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/11/2002 - 14/08/2015)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №469
2002 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზეგავლენის აღსაკვეთად, ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებით დაბინძურებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმის განსაზღვრის მიზნით „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს „მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ თანდართული დებულება.
ე. შევარდნაძე
დებულება მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. დებულება შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „გარემოს დაცვის შესახებ“ და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.
2. ეს დებულება განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დასაცავად მიმართულ ღონისძიებებს იმ ობიექტების განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა (ტექნიკური გადაიარაღება) და ექსპლუატაციისას, რომლებსაც შესაძლოა მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფით მავნე ზეგავლენა მოახდინონ ატმოსფერულ ჰაერზე.
3. ამ დებულების მოთხოვნათა დაცვაზე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს ახორციელებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
მუხლი 2
1. ატმოსფერული ჰაერის მიკრობული დაბინძურების წყაროს წარმოადგენს საწარმოო პროცესი, ატმოსფერულ ჰაერში საწარმოო შენობებიდან ორგანიზებული და არაორგანიზებული გამონაფრქვევები და სხვ.
2. ცოცხალი მიკროორგანიზმებისა და ბიოლოგიურად აქტიური აეროზოლების შემცველობაზე ატმოსფერული ჰაერის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა კვლევის თანამედროვე მეთოდებზე დაყრდნობით დამუშავებული ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი წყაროების იდენტიფიკაციის სქემა (დანართი №1).
3. მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხის რეგულირების საფუძველს წარმოადგენს მარეგლამენტირებელი ნორმატივი – ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ).
4. მიკრობ-პროდუცენტებისა და ბაქტერიული პრეპარატების მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, რადგანაც მიკროორგანიზმებს აქვთ ადამიანის ორგანიზმზე რეზორბციული ზემოქმედების უნარი, დგინდება განსხვავებული მარეგლამენტირებელი ნორმატივი – საშუალო სადღეღამისო ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკსს). საშუალო სადღეღამისო ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ სს) გამოისახება მიკრობული უჯრედების რაოდენობით 1მ3 ჰაერში.
5. დასახლებული ადგილების ატმოსფერულ ჰაერში ზოგიერთი მიკროორგანიზმ-პროდუცენტებისა და ბაქტერიული პრეპარატების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები მოცემულია დანართი №1-ის №1 და 2 ცხრილებში.
6. ყველა სამრეწველო შტამი უნდა მიეკუთვნებოდეს არაპათოგენურ ან პირობით პათოგენურ მიკროორგანიზმებს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით მიეკუთვნებიან რისკის II ჯგუფს (ზომიერი ინდივიდუალური რისკი და მთლიანად მოსახლეობისათვის შეზღუდული რისკი), რაც საშიშროების ხარისხის მიხედვით შეესაბამება III და IV კლასებს.
7. დასკვნას წარმოებაში გამოყენებული სამრეწველო შტამების ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების შესახებ გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თავი II
მიკრობიოლოგიური მრეწველობის საწარმოთა კლასიფიკაცია
მუხლი 3
1. სანიტარიული კლასიფიკაციით დადგენილია მიკრობიოლოგიური მრეწველობის საწარმოთა 4 კლასი, სამრეწველო პროცესის ტიპისა და საშიშროების მიხედვით.
2. I კლასს განეკუთვნება საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ ცილოვან-ვიტამინურ კონცენტრატებს ნახშირწყლებიდან (ნავთობი, ეთანოლი, მეთანოლი, ბუნებრივი აირი), ან იყენებენ პათოგენობის I-II ჯგუფის მიკროორგანიზმებს.
3. II კლასს განეკუთვნება საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ:
ა) საკვებ ბაციტრაცინს;
ბ) მიკრობიოლოგიური სინთეზის მეთოდით მიღებულ საკვებ ამინომჟავებს;
გ) ანტიბიოტიკებს;
დ) მერქნისა და სოფლის მეურნეობის ნარჩენებისაგან ჰიდროლიზის მეთოდით მიღებულ საკვებ საფუვრებს, ფურფუროლსა და სპირტს;
ე) ზედაპირული მეთოდით მიღებულ სხვადასხვა დანიშნულების ფერმენტებს;
ვ) მცენარეული ნედლეულისაგან მიღებულ პექტინებს.
4. III კლასს განეკუთვნება საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ:
ა) საკვებ საფუვრებს;
ბ) ბიოპრეპარატებს სოფლის მეურნეობის მცენარეთა დაცვისათვის (ტრიქოგრამი და სხვ.);
გ) მიკრობიოლოგიური სინთეზის გზით მიღებულ მცენარეთა დაცვის საშუალებებს;
დ) ვაქცინებსა და შრატებს, აგრეთვე, მიკრობიოლოგიური პროფილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და საწარმოები.
5. IV კლასს განეკუთვნება საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა დანიშნულების ფერმენტებს სიღრმივი კულტივირების მეთოდით.
6. მიკრობიოლოგიური მრეწველობის საწარმოებს უნდა ჰქონდეთ სანიტარიული დაცვის ზონა, რომელიც განისაზღვრება და გაიანგარიშება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
7. სანიტარიულ-დაცვითი ზონა ან მისი რომელიმე ნაწილი არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ობიექტის სარეზერვო ტერიტორია და გამოყენებულ იქნეს საწარმოს ან დასახლებული ზონის გასაფართოებლად.
დანართი 1
დანართი 2.
ცხრილი №1
| დასახლებული ადგილების ატმოსფერულ ჰაერში ზოგიერთი მიკროორგანიზმ-პროდუცენტების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები | ||||||
| № | მიკროორგანიზმ-პროდუცენტების დასახელება | დანიშნულება | ზდკ უჯ/მ3 | ზდკსს უჯ/მ3 | საშიშროების კლასი | ორგანიზმზე მოქმედების თავისებურება |
| 1 | ართრობაქტერია (Arthrobacter sp. OC-1) | დიკლოირის პროდუცენტი |
| 300 | III |
|
| 2 | ბაცილუს სუბტილისის ბიორეაქტორი-1 (Bac. subtilis DRVG 2160) | რიბოფლავინის პროდუცენტი |
| 500 | III | ა |
| 3 | ფსევდომონა ფლუორესცენსის შტამი ბე-6844 (Pseudomonas fluorescens B-6844) | ნავთობით დაბინძურების გამწმენდი პრეპარატის კომპონენტები |
| 500 | III | ა |
| 4 | ფსევდომონა ფლუორესცენსი (Pseudomonas fluorescens (denitrificans)& B-99) | B12 – ვიტამინის პროდუცენტი | 200 |
| III |
|
| 5 | პროდოკოკუს როდოქროუსის შტამ-პები ემ-8 და ემ-33 (Prodococcus rhodochrous M-8, M-33) | ნიტროლჰიდრატა-ზას პროდუცენტი პრეპარატის კომპონენტი ნიტრიტებიდან ამიდების მისაღებად |
| 5 000 | III |
|
| 6 | სტრეპტომიცეს ავერმიტილისი (Streptomyces avermitilis DYBBC(V-54) | ავერმეკტინის პროდუცენტი |
| 500 | III |
|
| 7 | სტრეპტომიცეს ავეროფაციენსი 777(Streptomyces avereofaciens 777) | ბიოვიტისა და ქლორტეტრაციკლი-ნის პროდუცენტი | 500 |
| III | ა |
| 8 | სტრეპტომიცეს კრემორისი (Streptomyces cremeus subsp. tobramicini) | ტობრამიცინისა და აპრამიცინის პროდუცენტი |
| 500 | III | ა |
ცხრილი №2
| დასახლებული ადგილების ატმოსფერულ ჰაერში ბაქპრეპარატების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები (ზდკსს) | |||||
| № | მიკროორგანიზმ-პროდუცენტების საფუძველზე მიღებული ან დამზადებული პრეპარატების დასახელება | დანიშნულება | ზდკ სს უჯ/მ3 | საშიშროების კლასი | ორგანიზმზე მოქმედების თავისებურება |
| 1 | ბაცილუს ტურინგიენზის, ვარცაიკაზიკუსის (Bacillus thuringiensis, varcaicasicus) საფუძველზე წარმოებული ბაქტერიულ-ინსექტიციდური | ინსექტიციდური პრეპარატი | 5 000 | III |
|
| 2 | ბიტოსიბაცილინი ბაცილუს ტურინგიენზისის (Bac. thuringiensis var. thuringiensis) საფუძველზე წარმოებული | ინსექტიციდური პრეპარატი | 4.5 104 | III | ა |
| 3 | დენდრობაცილინი ბაცილუს ტურინგიენზისის (Bac. thuringiensis var. denbroeimus) საფუძველზე წარმოებული | ინსექტიციდური პრეპარატი | 3 104 | III | ა |
| 4 | კოლორადო ბაცილუს ტურინგიენზისის (Bacterium thuringiensis var. tenebrionis) საფუძველზე წარმოებული | ინსექტიციდური პრეპარატი | 5 00 | III |
|
| 5 | ლეპიდოციდი ბაცილუს ტურინგიენზისის (Bacillus thuringiensis) საფუძველზე წარმოებული | მცენარეების დაცვის საშუალება | 3 105 | III |
|
| 6 | ცილოვან-ვიტამინური კონცენტრატის მტვრის ცილა (<DR) | საკვები ცილების და ვიტამინების კონცენტრატები | 0.1 მკგ/100მ3 | III |
|
| 7 | მეპრინი ბაქტერიოლოგიური |
| 0.002 მგ/მ3 | II |
|
შენიშვნა: ა - ალერგიული დაავადებების გამომწვევი ბაქტერიული პრეპარატები.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები