დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენი ტრანსპორტით გადაადგილებული ნედლი ნავთობის საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 451 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/10/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 108, 04/11/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.05.002.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №451
2002 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენი ტრანსპორტით გადაადგილებული ნედლი ნავთობის საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ
საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენი ტრანსპორტით გადაადგილებული ნედლი ნავთობის საქართველოს საბაჟო კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების დარეგულირების მიზნით:
საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენი ტრანსპორტით გადაადგილებული ნედლი ნავთობის საბაჟო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად, საბაჟო კონტროლის ზონად განისაზღვროს სპეციალურად გამოყოფილი ადგილები, რომლებიც დგინდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ კომპანია „bp“-სთან შეთანხმებით.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები