დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში" ქ. თბილისში 2002 წლის 13 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმების დამტიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 436 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/10/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 105, 22/10/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №436
2002 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში“ ქ.თბილისში 2002 წლის 13 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ქ. თბილისში 2002 წლის 13 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ;
ბ) შეატყობინოს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები