„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის №-6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის №-6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 120111, 12/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.131.016020
  • Word
35
29/12/2010
ვებგვერდი, 120111, 12/01/2011
010250040.35.131.016020
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის №-6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2010 წლის 29 დეკემბერი

ქ. ქობულეთი

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის 6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდაადგინა:

1. ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის №-6 დადგენილებაში (გაზეთი ,,აჭარა“ 13.07. 2010 წ., №-76, გვ.7) შეტანილ იქნს შემდეგი სახის ცვლილებები:

2. 21 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრა“;

ლ) ინვენსტირების მიმართულებების, საკუთარი, აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა და თვითმმართველ ერთეულში ინვენსტიციების ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთელთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ;“.

3. 21 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გრანტის მიღებასთან დაკავშირებით, აგრეთვე საქართველოს მთავრობისაგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის აღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;“.

4. 21 მუხლის მე-4 პუნქტის ,,“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას:

5. 21 მუხლის მე-11 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 დ) მუნიციპალური არქივის მართვის, არქივით სარგებლობის წესებისა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა;“.

6. 803 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და/ან თანამდებობის პირი ვალდებულია ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილ ვადებში განიხილოს და გასცეს პასუხი მიმართვაზე;“.

 7. 804 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 5. რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატორი (ინიციატორები) ვალდებულია მხარდამჭერთა ბლანკების გაცემიდან 10 დღის ვადაში შეაგროვოს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 3%-ის ხელმოწერები და ჩააბარონ საკრებულოს აპარატს.

 7. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 3%-ის ხელმოწერათა ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა უნდა ჩატარდეს ხელმოწერათა ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში.

 8. 43-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ს“ ქვეპუნქტი;

 თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი საკრებულოს თავმჯდომარე მინდობილობის (რწმუნებელობის) ან და ინდივიდუალურ სამართლებრივი (ბრძანება) აქტის საფუძველზე უფლებამოსილებას ანიჭებს მუნიციპალიტეტის გამგებელს, ხელი მოაწეროს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების ან/და სარგებლობაში განკარგვისას შესაბამის ხელშეკრულებებზე, მათში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურში ადმინისტრაციული წესით წარმოებულ საქმეზე გამოცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტზე (ბრძანება) და სახელმწიფო შესყიდვების საფუძველზე გაფორმებულ ხელშეკრულებას.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ნ. ბერაძე