დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 120111, 12/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.131.016021 |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2010 წლის 29 დეკემბერი
ქ. ქობულეთი
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №12 დადგენილებაში (სსმ V, №-10, 12.08. 2010 წ., მუხ. 225) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
2. ამოღებულ იქნეს:
ა) მე-2 მუხლის „ა“, „გ“, „დ“, „ე“პუნქტები:
ბ) მე-4 მუხლის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
გ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი.
დ) თავი 5 -ის მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 მუხლები.
ე) 21-ე მუხლი.
3. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 17.
ამ დებულების შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო ნუსხით განყოფილების შემადგენლობაში დგინდება:
ა) განყოფილების უფროსი;
ბ) წამყვანი სპეციალისტი;
გ) მძღოლი;
დ) დამლაგებელი.
4. მე-8 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თავი 8.
გამგებლის თანაშემწე, რეფერენტი.
5. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 18.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის შემადგენლობაში შედის ასევე გამგებლის თანაშემწე, რეფერენტი, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო განრიგით.
6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები