„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 972
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016094
  • Word
972
30/12/2010
სსმ, 172, 31/12/2010
010240030.22.033.016094
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №972

2010 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში (სსმ III, 4.11.08, №159, მუხლი 1595) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) საგადასახადო პოლიტიკის სამმართველო.“.

2. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“ ქვეპუნქტი:

,,ნ) დეპარტამენტში შემოსული მოქალაქეთა წერილების და განცხადებების განხილვა, მათზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.“.

3. ამოღებულ იქნეს მე-17 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი.

4. 27-ე მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,რ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ, საფინანსო, საბიუჯეტო, საგადასახადო სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;“.

5. 36-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის, საგადასახადო ორგანოების მიხედვით;“.

6. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 38. საგადასახადო პოლიტიკის სამმართველო

საგადასახადო პოლიტიკის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებათა შემუშავება და შესაბამისი პროექტების მომზადება;

ბ) საგადასახადო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;

გ) ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის კონკრეტულ წინადადებათა მომზადება საგადასახადო სფეროში;

დ) საგადასახადო მიმართულებით მეთოდოლოგიის შემუშავება.“.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

კ. ბაინდურაშვილი