დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის" შრომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებული პირთა საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 100111, 10/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.119.016056 |
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №69
2010 წლის 29 დეკემბერი
ქ. ხონი
„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის „შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანოონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის „შრომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №22 დადგენილებაში (დანართი №1) (სსმ V, 2010 წ., მუხ.1390) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 21 მარტის №30 დადგენილება“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები