"ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

  • Word
"ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 100111, 10/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 11/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016051
  • Word
64
29/12/2010
ვებგვერდი, 100111, 10/01/2011
010250050.35.119.016051
"ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"
ხონის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება 64

2010 წლი 29 დეკემბერი

ქ. ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის 17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ზოგადი კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დადგენილებაში (დანართი 1) (სსმ V, 2010 წ., მუხ.1383) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების (დანართი 1) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი გედაქციით:

რ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების კონტროლი და ადგილობრივი ბიუჯეტით მათზე გამოყენებული სახსრებით (ათვისების) უზრუნველყოფა.“.

2. დადგენილების (დანართი 1) მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენა შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები.

საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები” სპეციალისტები და მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია.

3. დადგენილების (დანართი 1) მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                          გ. გელენიძე