საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა პერსონალური დაცვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა პერსონალური დაცვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1078
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 29/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 171, 30/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 140080000.08.002.016117
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1078
29/12/2010
სსმ, 171, 30/12/2010
140080000.08.002.016117
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა პერსონალური დაცვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2010 - 26/12/2012)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 1078

2010 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა პერსონალური დაცვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ

,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით:

1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ანაზღაურდება:

ა) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის წევრების, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პერსონალური დაცვის სამივლინებო ხარჯები;

ბ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სხვა დასაცავი პირების პერსონალური დაცვის სამივლინებო ხარჯები ქვეყნის შიგნით მივლინებისას.

2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაცავი პირების გარდა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი სხვა თანამდებობის პირების პერსონალური დაცვის სამივლინებო ხარჯები ანაზღაურდება წლიური საბიუჯეტო კანონით შესაბამისი უწყებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

3. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაცავი პირების დაცვითი ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი სხვა თანამდებობის პირების პერსონალური დაცვის თვის გამოიყენება შესაბამისი უწყებების ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა საწვავით უზრუნველყოფისა და ტექნიკური მომსახურების, აგრეთვე გამართული ექსპლუატაციისათვის საჭირო სხვა ხარჯებს ანაზღაურებს შესაბამისი უწყებ .

ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. საკაშვილი