"საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ნუსხის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 ივლისის №304 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ნუსხის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 ივლისის №304 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1080
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 29/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 171, 30/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 120340000.08.002.016119
  • Word
1080
29/12/2010
სსმ, 171, 30/12/2010
120340000.08.002.016119
"საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ნუსხის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 ივლისის №304 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1080

2010 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 ივლისის №304  ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 ივლისის №304  ბრძანებულებით (სსმ III, 2000 წ., №67, მუხ. 604) დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ნუსხით განსაზღვრული ,,სპეციალური  შეიარაღებისა და ხელსაწყოების” გრაფის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,1. სამხედრო დანიშნულების სპეციალური ჯავშანჟილეტი (ყველა სახეობა)

შენიშვნა: ჯავშანჟილეტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ ჩაითვლება არასამხედრო დანიშნულების მქონედ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ არ განხორციელდება საიმპორტო კონტროლი, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი გარემოებები:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მუშაკთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, საქართველოს ეროვნული ბანკისათვის შესაბამისი ოდენობის და სახეობის  ჯავშანჟილეტის იმპორტი, რაც დასტურდება საგანგებო  სიტუაციების მართვის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით;

ბ) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წარმოადგინა  წერილობითი დოკუმენტი შემოტანილი საქონლის გაუვრცელებლობისა და მის განკარგვაზე უარის თქმის შესახებ (საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი).

 

 

2. სამხედრო დანიშნულების ჩაფხუტი

შენიშვნა: ჩაფხუტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ ჩაითვლება არასამხედრო დანიშნულების მქონედ და საქართველოს ეროვნული ბანკის  მიმართ არ განხორციელდება საიმპორტო კონტროლი, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი გარემოებები:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მუშაკთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, საქართველოს ეროვნული ბანკისათვის შესაბამისი ოდენობის და სახეობის ჩაფხუტის იმპორტი, რაც  დასტურდება საგანგებო  სიტუაციების მართვის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით;

ბ) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წარმოადგინა წერილობითი დოკუმენტი შემოტანილი საქონლის გაუვრცელებლობისა და მის განკარგვაზე უარის თქმის შესახებ (საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი)“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი