საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის ივერი ფრანგიშვილისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ

  • Word
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის ივერი ფრანგიშვილისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 401
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 11/09/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 91, 18/09/2002
სარეგისტრაციო კოდი 370.020.000.05.002.002.
  • Word
401
11/09/2002
სსმ, 91, 18/09/2002
370.020.000.05.002.002.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის ივერი ფრანგიშვილისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №401

2002 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის ივერი ფრანგიშვილისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ

1. დაკმაყოფილდეს ქ. თბილისის მერიის შუამდგომლობა და „სახელ­მწი­ფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ნება დაერთოს აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიზნით პირდაპირი განკარგვის წესით შეიძინოს ორთაჭალის ქუჩის ბოლოს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკური ბაღის დამხმარე მეურნეობის ტერიტორიიდან 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

2. დაევალოს ქ. თბილისის მერიას (ი. ზოდელავა) აკადემიკოს ივერი ფრან­გიშვილის მიერ მიწის შესყიდვისა და სათანადო დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ ერთ თვეში უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის შესყიდვის გაფორმება.

ე. შევარდნაძე