ზღვის დაბინძურების, კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში თევზჭერის, საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კანონმდებლობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დადგენილი რეჟიმის ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის გადახდევინებული ჯარიმების განაწილების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 387
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 23/08/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 85, 26/08/2002
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.05.002.002.
  • Word
387
23/08/2002
სსმ, 85, 26/08/2002
120.340.000.05.002.002.
ზღვის დაბინძურების, კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში თევზჭერის, საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კანონმდებლობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დადგენილი რეჟიმის ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის გადახდევინებული ჯარიმების განაწილების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №387

2002 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

ზღვის დაბინძურების, კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში თევზჭერის, საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კანონმდებლობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დადგენილი რეჟიმის ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის გადახდევინებული ჯარიმების განაწილების შესახებ

„საბიუჯეტო სისტემებისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად:

1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 114­­­­­­1, 1901 და 1902 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ამოღებული ჯარიმების 70 პროცენტი ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 30 პროცენტი – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ ანგარიშზე.

2. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 582 მუხლითა და 86-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვვებისათვის ამოღებული ჯარიმების 70 პროცენტი ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში, 20 პროცენტი – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ ანგარიშზე, ხოლო 10 პროცენტი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე.

3. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 86-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის კონფისკაციას დაქვემდებარებული თევზი ან ზღვის სხვა ცოცხალი ორგანიზმები გადაეცეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების ქვედანაყოფებს პირადი შემადგენლობის საკვებით უზრუნველყოფის მიზნით.

4. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ამ გზით მიღებული თანხები გამოყენებულ იქნეს თანამშრომელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის.

5. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან, აგრეთვე, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით 2 თვეში წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული ქონების კონფისკაციისა და კონფისკაციაქმნილი ქონების რეალიზაციის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგების წესი.

6. მიღებული თანხების ხარჯვა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ე. შევარდნაძე