დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 371 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/09/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 22-23, 17/10/1996 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 13/07/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს 1996 წლის ბოლომდე უზრუნველყოს „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის რეალიზაციისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტების მომზადება, მიღება და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დასახელების ამ კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად კანონპროექტის საქართველოს პარლამენტისათვის განსახილველად წარმოდგენა.
2. დაევალოთ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტებს შეიმუშაონ და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინონ კანონპროექტი ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
3. დაევალოს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს, პარლამენტის წევრის ოთარ მელქაძის წინადადების გათვალისწინებით, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად შეიმუშაოს და პარლამენტს განსახილველად წარმოუდგინოს კანონპროექტი სტანდარტიზაციის, გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფისა და პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის ერთიანი სახელმწიფოებრივი სისტემის შექმნისა და ფუნქციონირების თაობაზე.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა ის ნორმატიული აქტი ან ცალკეული ნორმა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
1996 წლის 6 სექტემბერი.
№371–Iს
დოკუმენტის კომენტარები