დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ~საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ~ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში და 2002 წლის 3 მაისის №210 ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 409 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 24/09/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 97, 30/09/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.05.002.002 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/09/2002 - 08/02/2005)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №409
2002 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში და 2002 წლის 3 მაისის №210 ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის №210 ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულების მე-3 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფონდის საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს ორი თანათავმჯდომარე და რომლის წევრები, ისევე როგორც თანათავმჯდომარეები ინიშნებიან საქართველოს პრეზიდენტის მიერ.“;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი: „საბჭოს სხდომას იწვევს ერთ-ერთი თანათავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად ხელმძღვანელობს სხდომას.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ორი მესამედი მაინც. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს მხოლოდ ერთი ხმის უფლება აქვს. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმების უბრალო უმრავლესობით. თანაბარი ხმების შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია გამოიყენოს ხელახალი კენჭისყრის უფლება. თუ სხდომის თავმჯდომარე არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას, წინადადება ამოღებულ იქნება დღის წესრიგიდან.“.
2. გაუქმდეს 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულების მე-2 პუნქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს არსებული შემადგენლობა და ჩამოყალიბდეს ახალი შემადგენლობით:
თეიმურაზ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში
ირაკლი ბოჭორიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი
ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
დიმიტრი გულისაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური რეფორმებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის უფროსის მოადგილე
ვლადიმერ დარჯანია – ქ. თბილისის პრემიერის მოადგილე
ანდრო კალანდაძე – ქ. მცხეთის გამგებელი
გელა კირვალიძე – ქ. თელავის საკრებულოს თავმჯდომარე
ლაშა მინდელი – ქ. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე
ნუგზარ ნავაძე – საქართველოს პარლამენტის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
დავით ქობლიანიძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული
პაატა ჭარაქაშვილი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე.
3. გაუქმდეს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულების მე-9 პუნქტი.
4. დაინიშნონ საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში თეიმურაზ ბასილია და საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი ირაკლი ბოჭორიძე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარეებად
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები