დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის რეგიონში საავტომობილო ტვირთზიდვის გაუმჯობესების შესახებ ქ. კიევში 2002 წლის 6 მარტს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 371 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 13/08/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 84, 20/08/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №371
2002 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის რეგიონში საავტომობილო ტვირთზიდვის გაუმჯობესების შესახებ“ ქ. კიევში 2002 წლის 6 მარტს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ქ. კიევში 2002 წლის 6 მარტს ხელმოწერილი მემორანდუმის ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის რეგიონში საავტომობილო ტვირთზიდვის გაუმჯობესების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ;
ბ) შეატყობინოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები