დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის შესახებ" ქ. თბილისში 2002 წლის 27 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 336 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/07/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 74, 23/07/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.000.000.05.002.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №336
2002 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისში 2002 წლის 27 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ქ. თბილისში 2002 წლის 27 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის შესახებ“ შეთანხმება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობას და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები