დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4114-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 76, 29/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.016162 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) შემოსავლების სამსახურს მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ვადისა და პირობების დაცვით აცნობოს მხოლოდ ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების ანგარიშების გახსნის ან/და დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ ამ პირების საიდენტიფიკაციო ნომრების მითითებით გამოწერილი საინკასო დავალება ან დადებული ყადაღა ავტომატურად გაავრცელოს ბანკში არსებულ მათ ყველა ანგარიშზე;“.
2. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის :
ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) 2014 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს; “;
ბ) „ჩ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ ქვეპუნქტი:
„ც) 2014 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ, რომლის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს , აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში დაქირავებულისათვის გაცემული ანაზღაურება.“ .
3. 104-ე მუხლის პირველ ნაწილს „ზ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) რეზიდენტის მიერ გადახდილი პენსია;“.
4. 1 07 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 107. პროცენტების გამოქვითვის შეზღუდვა
1. ამ მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან/და გადასახდელი (დარიცხვის მეთოდის გამოყენების მიხედვით) პროცენტები გამოიქვითება არა უმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად.
2. საწარმოში, რომლის წილის (აქციების) 20 პროცენტზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის მოგების გადასახადისაგან განთავისუფლებულ იურიდიულ პირებს, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გამოსაქვითი პროცენტების თანხა არ უნდა აღემატებოდეს გადამხდელის მიერ პროცენტის სახით მიღებული ნებისმიერი შემოსავლისა და ნებადართული გამოქვითვებით (პროცენტების გამოქვითვების გარდა) შემცირებული ერთობლივი შემოსავლების თანხების ჯამის 50 პროცენტს.“.
5. 109-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა ლიცენზირებულ სადაზღვევო საქმიანობას, უფლება აქვს, საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით გაანგარიშებული იმავე საანგარიშო პერიოდის „სადაზღვევო/დამდგარი ზარალები, ნეტო“, გარდა შემოსავლისა რეგრესიდან და გადარჩენილი ქონებიდან.“.
6. 161 -ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ბ.ბ) არა უგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ საქონლის (გარანტირებული სიმძლავრის, ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად. ამასთანავე, თუ პირი მიწოდებ ა ს აღრიცხავს საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა დღეს არა კალენდარული თვის, არამედ გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის ოდენობის მიხედვით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც საანგარიშო პერიოდს, ისე საანგარიშოს წინა პერიოდს, ასეთ შემთხვევაში საანგარიშო პერიოდში მიწოდებულად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა დღის მიხედვით აღრიცხული (გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის ოდენობის მიხედვით აღრიცხული) საქონლის ოდენობა, მიუხედავად საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მიწოდებულისა;“.
7. 172-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 172. დღგ-ის საანგარიშო პერიოდი
1. დღგ-ის საანგარიშო პერიოდია კვარტალი იმ გადასახადის გადამხდელებისათვის, რომლებიც ამ კოდექსის 309-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეტაპობრივად გადავლენ კვარტალურ დეკლარირებაზე და გადასახადის გადახდაზე .
2. დღგ-ის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე იმ გადასახადის გადამხდელებისათვის, რომლებიც ამ კოდექსის 309-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად არ გადავლენ კვარტალურ დეკლარირებაზე და გადასახადის გადახდაზე .“.
8. 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთა მიერ მიწოდებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ტარიფები დადგენილია დღგ-ის ჩათვლით, კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
9. 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის:
ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო საანგარიშო პერიოდისა ამ კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული დღგ-ის საანგარიშო პერიოდის მქონე გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციის მეშვეობით, თუ დაზუსტება ხორციელდება არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის დამთავრებისა);
ე) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდისა ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული დღგ-ის საანგარიშო პერიოდის მქონე გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება.“.
10. 175-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და საქონლის/მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას. ამასთანავე, თუ პირი საქონლის ( გარანტირებული სიმძლავრის, ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) მიწოდებას აღრიცხავს ციკლური დარიცხვებით, როდესაც მომხმარებლებთან ანგარიშსწორება ხორციელდება არა კალენდარული თვის, არამედ გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის ოდენობის მიხედვით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც საანგარიშო პერიოდს, ისე საანგარიშოს წინა პერიოდს, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს ასეთი პერიოდის (ციკლის) მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში ამ კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.ბ“ ქვეპუნქტით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება არა უგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღე.“.
11. 179-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებს), როცა ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, უფლება აქვთ, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება განახორციელონ არა უგვიანეს მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლოსი, თუ დასაბეგრი ოპერაციის თანხის ცვლილება გამოწვეულია გარანტირებული სიმძლავრის ღირებულების (საკომპენსაციო თანხის) ცვლილებით ან/და კვალიფიციური საწარმოების მიერ წარმოებული, იმპორტირებული, მოხმარებული (შესყიდული) ან/და ექსპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობების ცვლილებით, მიუხედავად იმისა, აღნიშნულის შედეგად ხორციელდება თუ არა ელექტროენერგიის გასაყიდი ან/და შესასყიდი ტარიფის (ფასის) ცვლილება.“.
12 . 238-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ს „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-13 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
13 . 241-ე მუხლის :
ა) მე-7 და მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ არსებობს პირის მიერ ქონების გასხვისების საშიშროება, რაც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ დაადოს ყადაღა ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს), მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება. ამ შემთხვევაში ყადაღის დადება შესაძლებელია განხორციელდეს დალუქვით.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ ყადაღის დადებიდან 48 საათში სასამართლოს უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა პირის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების დადასტურების შესახებ. სასამართლო ვალდებულია მომდევნო 48 საათის განმავლობაში მიიღოს განჩინება შუამდგომლობის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ან უარყოფის შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში საგადასახადო ორგანო სასამართლოში არ წარადგენს შუამდგომლობას ან სასამართლო არ მიიღებს განჩინებას ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების დადასტურების შესახებ, ყადაღა გაუქმებულად ჩაითვლება, ხოლო ქონებაზე დადებული ლუქი იხსნება.“;
ბ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 ნაწილები:
„10. საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ შეზღუდვას პირის უფლებისა , განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან ჩარიცხული ფულადი სახსრები ყადაღის მოცულობის ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი ამ კოდექსით გათვალისწინებულ გადასახადს იხდის ბიუჯეტში. გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებაში მიეთითება პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და თანხის ოდენობა.
11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უფლება არ აქვს, გახსნას საბანკო ანგარიში იმავე ან სხვა საბანკო დაწესებულებაში.“ .
14. 243 -ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება პირის საბანკო ანგარიშიდან გადასახადისა და სანქციის თანხების ჩამოწერის შესახებ წარედგინება ამ პირს.“.
15. 245-ე მუხლი ამოღებულ იქნეს .
16. 254-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგადასახადო დავის პერიოდში პირის საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ გაცემული დაზღვევის პოლისი; “.
17. 2 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიმდინარე კონტროლის პროცედურების დაფიქსირების მიზნით გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები.“.
18. 258-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების პროცედურის განხორციელებისას მოსამართლის ბრძანების გარეშე გამოიყენოს პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებები.“.
19. 283-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბანკის მიერ გადასახადის გადამხდელისათვის საბანკო ანგარიშის გახსნა იმ დოკუმენტის წარდგენის გარეშე, რომლითაც დასტურდება გადასახადის გადამხდელისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება (გარდა უცხოური საწარმოსი და ფიზიკური პირისა, რომლებიც არ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას), აგრეთვე საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების ან საინკასო დავალების წარდგენის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების არსებობისას ამ გადასახადის გადამხდელისათვის სხვა ანგარიშის გახსნა –
იწვევს დაჯარიმებას გადასახადის გადამხდელის ანგარიშებზე შესრულებული გასავლის ოპერაციების თანხის 10 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.“;
ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ბანკის მიერ გადასახადის გადამხდელის ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა –
იწვევს დაჯარიმებას იმ თანხის 20 პროცენტის ოდენობით, რომელიც გადასახადის გადამხდელის დავალების შესაბამისად გადაერიცხა სხვა პირს, მაგრამ არა უმეტეს დავალიანების თანხის ოდენობისა.“.
20. 286-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გარეშე საქონლის გამოვლენა –
იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ საქონლის საბაზრო ღირებულების ორმაგი ოდენობით.“;
ბ) მე- 6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია, აგრეთვე ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება პირს, რომელსაც აქვს ამ კოდექსით განსაზღვრული მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსი.“;
გ) მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ძვირფასი ლითონებისა და ქვების ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულო არ არის, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომერციული ბანკის მიერ, სპეციალურად დაცული ან კონტროლის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებით.“.
21 . 309-ე მუხლის :
ა) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ცალკეული კატეგორიის გადამხდელების კვარტალურ დეკლარირებაზე და გადასახადის გადახდაზე გადასვლა განხორციელდება ეტაპობრივად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად, 2013 წლის 1 იანვრამდე.“;
ბ) მე-15 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 ნაწილი:
„16. ტოტალიზატორის მომწყობი პირის საშემოსავლო ან მოგების გადასახადი თ დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც იბეგრება 5 - პროცენტიანი განაკვეთით. ამასთანავე, აღნიშნულ პირს ამ კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება არ ეკისრება.“.
მუხლი 2 . საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს 1 თვის ვადაში წარუდგინოს წინადადებები ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე ცალკეული კატეგორიის პირ ებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ქონების გადასახადით დაბეგვრ ის თაობაზე .
მუხლი 3 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 17 დეკემბერი.
№4114-რს
დოკუმენტის კომენტარები