„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4052-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 29/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240060.05.001.016147
  • Word
4052-რს
15/12/2010
სსმ, 76, 29/12/2010
010240060.05.001.016147
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 347) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასური გადაიხდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. მომსახურების საფასური ჩაირიცხება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ანგარიშზე, რის შემდეგაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის, ასეთი შეცვლიდან გამომდინარე, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენისა და შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), და სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობის განცხადების შეტანიდან:

ა) 45-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია;

ბ) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 100 ლარი;

გ) მე-15 კალენდარულ დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 170 ლარი;

დ) 10 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 300 ლარი.

10. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების, დამატებისა და ცვლილების (გარდა მამობის დადგენისა და შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), მათ შორის, მშობლის (მშობლების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მონაცემის შესწორების, დამატებისა და ცვლილების შეტანის შემთხვევებში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მშობლის (მშობლების) მონაცემის სავალდებულო შესწორების, დამატებისა და ცვლილების შეტანის ჩათვლით, განცხადების შეტანიდან:

ა) მე-15 კალენდარულ დღეს შეტანისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 10 ლარია;

ბ) 5 კალენდარული დღის ვადაში შეტანისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 10 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 50 ლარი.“;

გ) მე-20 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 და 202 პუნქტები:

„201. მრავალჯერადი ორდინალური ვიზის 360 დღით გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 100 ლარია.

202. ერთჯერადი ორდინალური ვიზის 90 დღემდე ვადით გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია.“;

დ) 24-ე და 25-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დასამოწმებლად წარდგენილი დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 ლარია.

25. საინფორმაციო ბარათის განცხადების შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 2 ლარია;

გ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 5 ლარია;

დ) იმავე დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 10 ლარია.“;

ე) 25-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 პუნქტი:

„251. მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის განცხადების შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 2 ლარია;

გ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 5 ლარია;

დ) იმავე დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 10 ლარია.“;

ვ) 27-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 28-ე პუნქტი:

„28. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველი პირის სამხედრო ვალდებულებისაგან განთავისუფლებისა და შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 10 000 ლარია.“.

3. 51 მუხლის:

ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის, ასეთი შეცვლიდან გამომდინარე, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენისა და შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), და სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 აშშ დოლარია;

ვ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების, დამატებისა და ცვლილების (გარდა მამობის დადგენისა და შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), მათ შორის, მშობლის (მშობლების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მონაცემის შესწორების, დამატებისა და ცვლილების შეტანის შემთხვევებში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მშობლის (მშობლების) მონაცემის სავალდებულო შესწორების, დამატებისა და ცვლილების შეტანის ჩათვლით, შეტანისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 30 აშშ დოლარია;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 მუხლი:

     „მუხლი 52. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული განცხადების საფუძველზე გაწეული მომსხურების საფასურის განაკვეთები

1. იმ მომსახურებისათვის, რომელთან დაკავშირებითაც განცხადება მიიღება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დამყარებული პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის გზით, საფასური გადაიხდევინება შემდეგი განაკვეთებით:

ა) საქართველოს მოქალაქის 32-გვერდიანი პასპორტის განცხადების წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისთვის – 205 ლარი;

ბ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციისა (რეგისტრაციის განსახორციელებლად აუცილებელი შესწორების შეტანის ჩათვლით) და შესაბამისი მოწმობის განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისთვის – 350 ლარი;

გ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების, დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ დასკვნის განცხადების წარდგენიდან მე-15 კალენდარულ დღეს მომზადებისთვის – 100 ლარი;

დ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის ან შესაბამისი ცნობის განცხადების წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისთვის – 50 ლარი;

ე) დოკუმენტის მისი წარდგენიდან ან დამზადებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დამოწმებისათვის – 80 ლარი;

ვ) ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დასამოწმებლად წარდგენილი დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნისათვის – 20 ლარი;

ზ) საინფორმაციო ბარათის განცხადების წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისთვის – 15 ლარი;

თ) მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის განცხადების წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისთვის – 15 ლარი;

ი) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის განცხადების წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისთვის – 90 ლარი;

კ) პირის მიერ სააგენტოს უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული მოქმედების განხორციელებისათვის საჭირო თანხმობის გამოხატვის ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭების დადასტურებისათვის – 40 ლარი.

2. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული განცხადების საფუძველზე ამ კანონის მე-5 მუხლის მე-13–211 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის საფასურები გადაიხდევინება იმავე პუნქტებით გათვალისწინებული განაკვეთებით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურებების (გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა) მისაღებად მიმართვისას, სააგენტოს უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული მოქმედების განხორციელებისათვის საჭირო თანხმობის გამოხატვისათვის ან მესამე პირისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.“.

5. მე-6 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 140 აშშ დოლარია.

8. განცხადების მიღებიდან 8 სამუშაო დღის ვადაში დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 აშშ დოლარია.“.

6. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოთხოვილი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 17 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4052-რს