დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კ. ნარჩემაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 340 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/07/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 74, 23/07/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №340
2002 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
კ. ნარჩემაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს კობა ნარჩემაშვილს, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას „სუუამის სახელმწიფოთა მთავრობებს შორის ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან, არალეგალურ მიგრაციასთან, ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ბრუნვასთან, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, მასალების, მოწყობილობებისა და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების, – რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სუუამის სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მასობრივი განადგურების იარაღის შექმნასა და წარმოებაში, – უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები