დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მოსახლეობის რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის" შესრულებისათვის რადიაქტიულ და ჯანმრთელობისათვის სხვა განსაკუთრებით საშიშ ნივთიერებათა გაუვნებლობის მომენტში დასაქმებულ პირთა მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 289 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 14/06/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 61, 17/06/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360.160.000.05.002.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №289
2002 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს მოსახლეობის რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის“ შესრულებისათვის რადიაქტიურ და ჯანმრთელობისათვის სხვა განსაკუთრებით საშიშ ნივთიერებათა გაუვნებლობის მომენტში დასაქმებულ პირთა მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების შესახებ
1. „საქართველოს მოსახლეობის რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის“ შესრულებისათვის რადიაქტიურ და ჯანმრთელობისათვის სხვა განსაკუთრებით საშიშ ნივთიერებათა გაუვნებლობის მომენტში დასაქმებულ პირთა მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება დასაშვებია „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „საქართველოს მოსახლეობის რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამისათვის“ გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
2. „საქართველოს მოსახლეობის რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის“ შესრულების მიზნით რადიაქტიურ და ჯანმრთელობისათვის სხვა განსაკუთრებით საშიშ ნივთიერებათა გაუვნებლობის მომენტში დასაქმებულ პირთა შესრულებული სამუშაო ანაზღაურდეს კომპენსაციის სახით მაქსიმუმ 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები