წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სრულიად საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემის და ამასთან დაკავშირებულ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სრულიად საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემის და ამასთან დაკავშირებულ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 263
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/05/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 53, 31/05/2002
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.05.002.002.
  • Word
263
27/05/2002
პარლამენტის უწყებანი, 53, 31/05/2002
040.230.000.05.002.002.
წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სრულიად საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემის და ამასთან დაკავშირებულ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №263

2002 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სრულიად საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემის და ამასთან დაკავშირებულ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსე­ბუ­ლი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარ­გვის შესახებ“ და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭირო­ებისათვის საკუთრე­ბის ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად:

1. სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკე­ფალიის 1500 წლისთავთან დაკავშირებით ქ. თბილისში, ელიას მთაზე წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის გამო­ყოფილი მიწის ნაკვეთი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსასყიდლოდ გადაეცეს საკუთრებაში სრულიად საქართველოს საპატრიარქოს.

2. ქ. თბილისის მერიამ (ი. ზოდელავა) საქართველოს სახელ­მწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროსთან შეთან­ხმებით უზრუნველყოს წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებ­ლო­ბისათ­ვის გამოყოფილი ტერიტორიიდან 98-ე საშუალო სკოლის, მოსწავ­ლე ახალგაზრდობის ცენტრისა და საბავშვო ბაგა-ბაღის შენობების გამო­თავი­სუფლება და მათთვის დედაქალაქში სანაცვლო შენობის (შენო­ბების) გამოყოფა ან აშენება.

3. ქ. თბილისის მერიამ, საქართველოს სახელმწიფო ქონების მარ­თვის სამინისტრომ                 (ს. პავლიაშვილი) და ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდთან (ი. ანდრიაძე) ერთად ორ თვეში წარმოადგინონ წინადადებები წმიდა სამების საკა­თედრო ტაძრის მშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთზე არსებული რადიოლოკაციური ანძისა (ქ. თბილისი, ფაბრიციუსის ქუჩა №22) და ორი კერძო სახლისაგან (ქ. თბილისი, ურიცკის ქუჩა №17, №19) ტერიტორიის გამოთავისუფლების შესახებ.

4. ეთხოვოს ქ. თბილისის საკრებულოს წმიდა სამების საკა­თედრო ტაძრის მშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთიდან შპს „თბილ­წყალკანალის“ და ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტში აღნიშნული ნაგებობე­ბით დაკავებული ტერიტორიის გამოთავისუფლებასთან დაკავ­შირებული თანხები გაითვალისწინოს 2002-2003 წლების საქალაქო ბიუჯეტში.

5. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ზ. გეგეჭკორი) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ ბრძანებულებით გან­საზღვრული პროცედურების გათვალისწინებით ეტაპობრივად უზრუნ­ველ­ყოს წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის გამო­ყოფილი და სრულიად საქართველოს საპატრიარქოსათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში საკუთრების ფორმით რეგისტრაცია.

6. ქ. თბილისის მერიამ უზრუნველყოს წმიდა სამების საკა­თედრო ტაძრის მიმდებარე 10 ჰექტარი ტერიტორიის დეტალური დაგეგ­მარების პროექტის შემუშავება, კანონით დადგენილი წესით.

ე. შევარდნაძე