"ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1075
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 28/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 170, 29/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 26/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010330000.08.002.016114
  • Word
1075
28/12/2010
სსმ, 170, 29/12/2010
010330000.08.002.016114
"ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1075

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულების (სსმ, III ნაწ., 2008 წ., №96, მუხ. 1055) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

,,8. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ამ დებულებით გათვალისწინებული პროცედურების დაუცველად.“;

ბ) დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა არა უმეტეს სამისა (გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თითოეული 15 000 ლარის ოდენობით. პრემია ენიჭება:“;

გ) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა არა უმეტეს შვიდისა (გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თითოეული 10 000 ლარის ოდენობით. პრემია ენიჭება:“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი