თურქმენეთსა და ავღანეთში საქართველოს საელჩოს შექმნის შესახებ

  • Word
თურქმენეთსა და ავღანეთში საქართველოს საელჩოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 269
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/05/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 54, 31/05/2002
სარეგისტრაციო კოდი 480.050.000.05.002.002.
  • Word
269
31/05/2002
სსმ, 54, 31/05/2002
480.050.000.05.002.002.
თურქმენეთსა და ავღანეთში საქართველოს საელჩოს შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №269

2002 წლის 31 მაისი

 ქ. თბილისი

თურქმენეთის რესპუბლიკასა და ავღანეთში საქართველოს საელჩოს შექმნის შესახებ

1. შეიქმნს საქართველოს საელჩო თურქმენეთსა და ავღანეთში 5 დიპლომატის შემადგენლობით.

2. დაევალოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა (ი.მენაღარიშვილი) და ფინანსთა სამინისტროს (მ.გოგიაშვილი):

ა) 2002 წლისათვის საელჩოს შესანახი ხარჯთა ნუსხის შედგენა, დამტკიცება და წლის ბოლომდე დასაფინანსებლად საჭირო სახსრების გამოყოფა;

ბ) საელჩოს შესანახი ხარჯების გათვალისწინება 2003 და შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას იმ ფარგლებში, რომ საელჩომ შეძლოს ნორმალური ფუნქციონირება.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს თურქმენეთისა და ავღანეთის მხარესთან საელჩოს შექმნასთან დაკავშირებული სამუშაოები და წარმომადგენლობის დაკომპლექტება სათანადო კადრებით.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის №167 ბრძანებულება „თურქმენეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაარსების შესახებ“.

ე. შევარდნაძე